მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7094.6
-0.0098
flag
AZN 1.5767
-0.0008
flag
CNY 38.805
-0.0058
flag
EUR 3.1782
-0.0071
flag
GBP 3.6508
-0.0076
flag
KZT 54.1
-0.001
flag
TRY 0.0613
-0.0001
flag
USD 2.6807
-0.0012

არ არსებობს არცერთი ფაქტი 2012 წლიდან დღემდე როდესაც ერთი კომპანია მაინც იტყვის, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა - მარიამ ქვრივიშვილი

news image

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ერთის მხრივ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხოლო მეორეს მხრივ - ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოში ბიზნესი თავისუფალია, რაც მნიშვნელოვანი საწყისია ინვესტიციების ზრდისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მინისტრის განმარტებითვე, ქვეყანაში სასურსათო ფასების შესწავლის ფარგლებში ჩატარებულმა სიღრმისეულმა კვლევამ და ანალიზმა უზრუნველყო მიწოდების ჯაჭვის თითოეული რგოლის შეფასება და იმ გარემო ფაქტორების იდენტიფიკაცია, რომლებიც ფასების ზრდას განაპირობებენ.

„პირველ რიგში უნდა ითქვას რომ ჩვენ ქვეყანაში ბიზნესი თავისუფალია და ეს არის უმთავრესი საწყისი, რამაც უზრუნველყო საქართველოში ინვესტიციების ზრდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. სწორედ ამ ღირებულებებიდან გამომდინარე ძალიან დიდი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ იმ მიმართულებას და საკითხს, რომელიც დიდი ზრუნვის საკითხია ჩვენი ხელისუფლებისთვის, რადგან ერთის მხრივ სექტორის განვითარებასთან ერთად, ასევე გვმართებს სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის მიმართ და ამ სწორი ბალანსის დაცვას ემსახურება ის პროცესი რაშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით.

პირველ რიგში ეს არის პროცესი რომელიც არის საკმაოდ გამჭვირვალე. მოხდა ლუსტრაცია გარკვეული პრობლემის და დღეს ყველა მხარე ადასტურებს, რომ სურსათზე მაღალი ფასები აწუხებს ჩვენს მოსახლეობას. მეორე რიგში,  სახელმწიფომ თქვა, რომ ამ საკითხზე ვიწყებთ ზრუნვას და მიუხედავად იმისა რომ ეს არის საკმაოდ რთული და საკმაოდ კომპლექსური პროცესი ჩვენ ამ პროცესის არ შეგვეშინდა. პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო ამ სექტორის სიღრმისეული კვლევა და ანალიზი. მიწოდების ჯაჭვში გაანალიზდა თითოეული რგოლი და ამის შედეგად დაიდენტიფიცირდა ის გარემო ფაქტორები, რომელიც ამ მთელ პროცესში უზრუნველყოფს ფასის ზრდას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ჩატარებული კვლევის შედეგებმა გამოავლინა ძირითადი მიგნებები, რომლის მიხედვითაც საზღვრიდან დახლამდე ფასნამატი აღწევს 86%-ს.

„ჩვენს მიერ ნახსენებია 9 გადასახადი, რომელსაც მათ შორის ქსელური მარკეტები აწესებენ მიმწოდებლებისთვის,  დისტრიბუტორებისთვის და ეს თავის მხრივ პირდაპირ ისახება საფასო პოლიტიკაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველ რიგში, ნებისმიერმა სექტორმა და ბიზნესმა ჩვენ ქვეყანაში უნდა განაგრძოს თავისუფლად ბიზნესის კეთება და ჩვენი დიდი ინტერესი და მოტივაცია არის, რომ ბიზნესი იყოს მომგებიანი იმისთვის რომ განაგრძოს ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მაგრამ მეორეს მხრივ ამ პროცესში - რამდენადაც უკვე ფაქტზე გვაქვს არსებული მონაცემები და თუკი საქართველოში იდენტურ პროდუქციას ავიღებთ და შევხედავთ ევროპის ფასებს ხშირ შემთხვევაში ვხედავთ 30-40%-იან და შეიძლება 60%-იან ფასთა შორის სხვაობასაც.

ჩვენ პირველ რიგში ამ თემაზე საუბარი დავიწყეთ კერძო სექტორთან. გვქონდა არაერთი შეხვედრა მათ შორის ქსელურ მარკეტებთან, ისევე როგორც დისტრიბუტორებთან და ასევე ცალკეულად შევხვდით ადგილობრივ ქართველ მეწარმეებს და მწარმოებლებს, რამდენადაც ჩვენი კვლევის ფარგლებში ასევე იდენტიფიცირება გავაკეთეთ უმნიშვნელოვანესი გამოწვევის. დახლებზე ქართულ პროდუქციას ნაკლებად ვხედავთ, ამიტომ მნიშვნელოვანია მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა - ხელი შევუწყოთ წარმოებას,  დავეხმაროთ ადგილობრივ მეწარმეებს, რომ არსებული ბარიერები ერთობლივი ძალისხმევით, კონსტრუქციული დიალოგის საფუძველზე სწორი ბალანსი და გამოსავალი ვნახოთ, რომელიც ერთის მხრივ  საინტერესო და მომგებიანი კერძო სექტორისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს მცირე საშუალო მეწარმეების განვითარებას. საბოლოო ჯამში უნდა გავიდეთ ისეთ შედეგზე, რაც იქნება ჩვენი თითოეული ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საქართველოში შექმნილი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო საშუალებას იძლევა, რომ ყველა სექტორის წარმომადგენელმა თავი თავისუფლად იგრძნოს.

„ის ბიზნეს გარემო, რომელიც ამ ქვეყანაში შექმნილია არასდროს არ ქმნის ისეთ ვითარებას, სადაც შეიძლება, რომ რომელიმე ბიზნეს სექტორის წარმომადგენელმა თქვას, რომ თავს თავისუფლად ვერ გრძნობენ.

ასევე, 2012 წლიდან დღემდე არ არსებობს არც ერთი ფაქტი, როდესაც ერთი კომპანია მაინც იტყვის, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. პირიქით, თითოეული ჩვენგანი. ამ შემთხვევაში მეტად ვისაუბრებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროზე, რადგან ჩვენ ყველაზე მეტი კავშირი გვაქვს კერძო სექტორთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან და ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის წარმომადგენლებს იმისთვის რომ მათთან ერთად ჩვენ ყოველწლიურად გავზარდოთ ქვეყნის ეკონომიკა“, - ამბობს მინისტრი.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კერძო სექტორთან გამართულ შეხვედრებზე კვლევის მიგნებები სრულად დადასტურდა, ხოლო ბიზნესმა უკვე კონკრეტული წინადადებებით და გადაწყვეტილებების ხედვით ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია. 

„ეს არ არის მარტივი პროცესი. გასათვალისწინებელია ძალიან ბევრი ფაქტორი, მათ შორის ბიზნესის ფაქტორები, ისევე როგორც სხვა პროცედურული და ტექნიკური საკითხები იმისთვის, რომ ის გზა რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აირჩევს უნდა იყოს მდგრადი პროცესი და არ უნდა იყოს მოკლევადიანად მიღებული შედეგი, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტს არ მოგვცემს. პროცესმა ახლა გადაინაცვლა პარლამენტში კომისიის ფარგლებში. მოსახლეობას მათ შორის აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა რომ პირდაპირი ეთერის საშუალებით თავად მოისმინოს თითოეულ იმ საკითხთან მიმართებაში კერძო სექტორის, ისევე როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების შეხედულებები, შეფასებები და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჯანსაღი, საკმაოდ კარგი პროცესია მოსახლეობისთვის, ისევე როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის.  მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამ პროცესის მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ სწორი საერთო გზებით ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დარწმუნებული ვარ, რომ სწორი საერთო გზებით ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ სასურსათო პროდუქციაზე ფასების შემცირებას - მარიამ ქვრივიშვილი

16.02.2026.09:25

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა