აქტიურად არის დაწყებული ათეულობით საფეხბურთო ე.წ ტექნიკური ცენტრის მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში - რევაზ სოხაძე
აქტიურად არის დაწყებული ათეულობით საფეხბურთო ე.წ ტექნიკური ცენტრის მშენებლობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს სპორტული მულტიფუნქციური კომპლექსები.
„წელს აქტიურად არის დაწყებული ათეულობით საფეხბურთო ე.წ. ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში და პრემიერის და მთავრობის პოზიცია არის ის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა ყველანაირ სერვისზე, მათ შორის სპორტულ სერვისებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის, არამხოლოდ იმიტომ, რომ ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, არამედ უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის და დღეს 21-ე საუკუნეში არავის აღარ უკვირს ის, რომ სპორტული ცხოვრება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. ასევე მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც მთავრობის გადაწყვეტილებით ყველა მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს და ყველა მუნიციპალიტეტში უნდა აშენდეს მსგავსი კომპლექსები, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონების თანაბრად განვითარებას, რაც ამ ქვეყნის წინსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი იქნება“, - აღნიშნა მინისტრმა
დღის ტოპ 10 სიახლე
ქვეშეთი-კობის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და არსებული გამოწვევები - რევაზ სოხაძის განმარტება
სხვა სიახლეები
ჩვენი სურვილია ქართული კომპანიები ბაზარზე მაქსიმალურად გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით - რევაზ სოხაძე
12.01.2026.12:48
ჩვენი სურვილია ქართული კომპანიები ბაზარზე მაქსიმალურად გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, სამინისტრო მათ უყურებს როგორც პარტნიორებს, რადგანაც ბიზნესის ჩართულობის გარეშე პროექტები ვერ განხორციელდება.
„ჩვენ მართლაც ყოველდღიური კომუნიკაცია გაქვს ბიზნესთან. არის ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია მათი დახმარებით, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები - ჩვენ მათ ვუყურებთ როგორც ჩვენს პარტნიორებს. იმიტომ, რომ მათ გარეშე ჩვენ ჩვენს პროექტებს ვერ განვახორციელებთ. თუმცა ჩვენ გაქვს ჩვენი მიდგომები, ჩვენი წესები, ჩვენი სტანდარტები, რომელსაც ისინი უნდა აეწყონ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მათ შორის კარგი ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად არის ის, რომ შეიქმნას ძლიერი ქართული სამშენებლო კომპანიები - ესეც არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ამოცანა. ჩვენ საგზაო მიმართულებით მაქსიმალურად ყველა ტენდერში ვცდილობთ, რომ წავახალისოთ და შეიქმნას ხელსაყრელი პირობები იმისთვის, რომ ქართულმა კომპანიებმაც მიიღონ მონაწილეობა ამ ტენდერებში და მათ შორის დიდ ტენდერებში და მათაც შეიძინონ ეს გამოცდილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მათ შორის ცოდნაც დარჩეს ამ ქვეყანაში ყველა ამ პროექტის განხორციელების შემდგომ - ეს ვერ იქნება ცუდი გაგებით პროტექციონისტული მიდგომა, ჩვენ მიდგომა ხარისხთან, დროსთან, შესაბამის სტანდარტებთან დაკავშირებით ერთნაირი გვექნება ყველა კომპანიასთან - საერთაშორისო იქნება თუ ქართული, ეს იქნება მკაცრი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ქართული კომპანიები ბაზარზე გაძლიერდნენ მშენებლობის მიმართულებით“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.