ჩემი აზრით, აპრილში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ კარგი მონაცემია - ვახტანგ ბუცხრიკიძე
დღეს საქსტატმა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წლის აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო 2025 წლის იანვარ-აპრილში კი 8.8%-იანი ზრდა იყო.
აღნიშნულ მაჩვენებლებს დადებითად აფასებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.
„7.5 %-ი არის საკმაოდ კარგი ზრდა. თუ გავიხსენებთ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის პროგნოზებს, 2025 წელს რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6-6.5% -ია და ვფიქრობთ, რომ ეს არის ის მოლოდინი, რომელიც არსებობს. 7.5% აპრილის თვეში ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მონაცემია“, - აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.05.2025.10:26
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. აღნიშნული განპირობებულია სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს, ჯანსაღი საბანკო სექტორისა და ზომიერი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლით.
სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილია, კონკრეტულად Fitch 2025 წელს 5.6%-იან, ხოლო 2026 წლის 5.2%-იან ზრდას მოელის. წინა შეფასებით კი 2025 – 5.3%, 2026 – 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული.
Fitch აღნიშანავს რომ საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება, რაც იანვარ - აპრილის 8.8%-იანი ზრდით გამოიხატა, რაც მათ შორის განპირობებულია მომსახურების სექტორის ძლიერი მაჩვენებლებით. საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის აზრით, პოტენციური ზრდა გამოწვეულია ინვესტიციებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის და სამშენებლო დარგებში.
მიმოხილვის მიხედვით, იმის მიუხედავდ რომ შიდა მოთხოვნა ძლიერია, ინფლაცია 2024 წელს სებ-ის მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ შენარჩუნდა. Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება.
Fitch-ის პროგნოზით, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 2025-26 წლებში მშპ-ს საშუალოდ 3.8%-მდე მოხდება.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის აპრილში 4,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Fitch მოელის, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო შესყიდვებს.
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ შემდეგ განახლებას 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს.