ერთი თვის ჭრილში პირველად დავამუშავეთ 64,765 TEU კონტეინერი - APM Terminals Poti
APM Terminals Poti • ეიპიემ ტერმინალს ფოთმა ერთი თვის ჭრილში პირველად დაამუშავა 64,765 TEU კონტეინერი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.
შედარებისთვის, 2024 წლის ივლისის თვეში ნავსადგურმა დაამუშავა 51,841 TEU, ხოლო 2023 წელს - 51,464 TEU.
2025 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით კი, საერთო ჯამში დამუშავდა 378,288 TEU, რაც 14%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან, და 8.5%-ით მეტი 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.13:00
იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი.
როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:
რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს: