ანაკლიის პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდგომ, ნავსადგურს ექნება სულ მცირე 600 000 კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად თითქმის გააორმაგებს საქართველოს ნავსადგურების საკონტეინერო გამტარუნარიანობას - თამარ იოსელიანი
„საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა მას აქცევს ევრაზიულ სივრცეში უნიკალურ დამაკავშირებელ რგოლად, ტრანსპორტისა და ვაჭრობის მიმართულებით“, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებით, საქართველო ქმნის კონკურენტუნარიან და საიმედო მარშრუტს აზიასა და ევროპას შორის.
„ამით მნიშვნელოვნად იზრდება „შუა დერეფნის“ მიმზიდველობა და შესაძლებლობები რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციისთვის.
პროექტის პირველი ფაზის დასრულების შემდგომ, ნავსადგურს ექნება სულ მცირე 600 000 კონტეინერის დამუშავების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად თითქმის გააორმაგებს საქართველოს ნავსადგურების საკონტეინერო გამტარუნარიანობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან 2023 წელს ჩვენ გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების კუთხით, კერძოდ 2023 წელს გადამუშავდა 700 000-ზე მეტი კონტეინერი. აღნიშნული ტენდენცია გრძელდება, რადგან 2025 წლის იანვარი-აგვისტოს მონაცემებით 510 000-ზე მეტი კონტეინერია გადამუშავებული ჩვენ სადგურებში, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში გადამუშავებულ კონტეინერებთან მიმართებით 20 პროცენტით მეტია და ასევე აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელსაც (481 00).
ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ გეოპოლიტიკურ რბოლაში, რასაც სატრანსპორტო დერეფნების გადალაგება ჰქვია, საქართველო გამოვა ძლიერი და საიმედო პარტნიორი განახლებული საპორტო ინფრასტრუქტურით, საერთაშორისო სტანდარტების მქონე გზებისა და განახლებული რკინიგზის მეშვეობით“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო
24.10.2025.17:00
2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა.