მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7071.2
-0.0111
flag
AZN 1.5858
-0.0002
flag
CNY 38.474
-0.0016
flag
EUR 3.1747
-0.003
flag
GBP 3.637
-0.0112
flag
KZT 53.96
0.011
flag
TRY 0.0628
-0.0001
flag
USD 2.6959
-0.0007

ანაკლიის პორტის ოპერირებით და საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობის ზრდით შეგვიძლია ღირსეული წვლილი შევიტანოთ და გავზარდოთ საქართველოს როლი შუა დერეფანში - მარიამ ქვრივიშვილი

news image

სახელმწიფო განაგრძობს იყოს კარგი პარტნიორი სამშენებლო სექტორისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს არაერთი უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

2025 წლის შეჯამებისას, ქვრივიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რეკორდული მაჩვენებლები მნიშვნელოვან სექტორებში, მათ შორის ექსპორტსა და ტურიზმში.

“აღნიშნულ ინვესტიციას [6,6 მლრდ აშშ დოლარი] ეკონომიკაზე ექნება უდიდესი დადებითი გავლენა. მეორე მხრივ, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან დადებითი ეფექტი მოიტანა ჩვენი ქვეყნის პოზიციონირებასა და პოპულარიზაციაზე, რამაც ასევე უკვე განაპირობა, რომ ჩვენი ქვეყნისადმი უცხოელი ინვესტორების მხრიდან გაზრდილია ინტერესი. რაც შეეხება იმ სარგებელს, რასაც ჩვენ ასეთი მსხვილი ინვესტიციიდან თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქისთვის ველოდებით, პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ უდიდესი ღირებულება ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, მშენებლობის პერიოდში შეიქმნება 24 000 ახალი სამუშაო ადგილი გონიოსა და დედაქალაქში. მას შემდეგ, რაც პროექტი ოპერირებაში გაეშვება მუდმივად იქნება შექმნილი ახალი 8 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი”, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დიდი რესურსი ჩადო რკინიგზის მოდერნიზაციაში. 

“ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რკინიგზამ უნდა შეძლოს და გააორმაგოს ის გამტარუნარიანობა, რომელიც ამ ეტაპისთვის აქვს ტვირთბრუნვის მიმართულებით და ამავდროულად შეძლოს და შეამციროს ტვირთების გადაზიდვის დრო, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება კიდევ უფრო გაიზრდება, უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ანაკლიის პორტისა და საქართველოს რკინიგზის არსებობით შეგვიძლია ღირსეული წვლილი კვლავ შევიტანოთ და გავზარდოთ საქართველოს როლი შუა დერეფანში”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სავალუტო ფონდის განცხადებაში აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი - მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას | ლაშა ხუციშვილი

29.12.2025.00:31

სახელმწიფო ვალის მაჩვენებლის მიმართულებით მიმდინარე წელს დავამთავრებთ 34% -იანი ნიშნულით მთლიან შიდა პროდუქტთან, რაც ითვლება უსაფრთხო ნიშნულად, თუ გავითვალისწინებთ იგივე ზომის ქვეყნის ეკონომიკებს, სადაც ვალის მაჩვენებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ევროკავშირის და რეგიონის ქვეყნებში, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.

„გავრცელდა შესაბამისი განცხადება, სადაც აღწერილია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა არის მდგრადი. მომდევნო წლებშიც საქართველო შეინარჩუნებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ შეინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“, - აღნიშნა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც და განმარტა, რომ წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი.

„წელსაც ტრადიციულად საქართველოში ინფრასტრუქტურის ხარჯები არის საკმაოდ მაღალი, რომელიც მერყეობს შვიდ-ნახევრიდან რვა პროცენტამდე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებლად. მთავარი პრიორიტეტები იქნება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს როგორც შიდასახელმწიფოებრივ გზებს, ასევე საერთაშორისო მაგისტრალებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა