ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება - პრემიერი
ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფარგლებში 600 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება 2029 წლამდეც არის შესაძლებელი.
„რაც შეეხება ანაკლიის პროექტს, სამუშაოები დაწყებულია. ეს არის დაღრმავების და ტალღმჭრელების მოწყობის სამუშაოები. ამ პროექტის პირველი ფაზა დასრულდება არა უგვიანეს 2029 წელს. თუმცა ტემპების გათვალისწინებით, ვფიქრობთ რომ უფრო მოკლე ვადებშიც არის შესაძლებელი პირველი ფაზის დასრულება. ჯამურად პირველი ფაზის ფარგლებში ჩადება 600 მლნ დოლარის ინვესტიცია.
და პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტი მოემსახურება წელიწადში 600 ათასზე მეტ კონტეინერს. ანუ არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი“, - აღნიშნა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი
13.12.2025.02:33
"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.