მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

ანაკლიის პორტის განვითარება, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, როგორც საკვანძო ინიციატივა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი - ევროკომისია შუა დერეფნისთვის საქართველოში მიმდინარე პროექტების მნიშვნელობაზე

news image

ევროკომისიის მიერ მომზადებულ ახალ მეტა-კვლევაში Advancing a Cross-Regional Connectivity Agenda შეფასებულია საქართველოს როლი ცენტრალურ აზიასთან დამაკავშირებელ დერეფანში. დოკუმენტში შავი ზღვა და მისი მოსაზღვრე ქვეყნები ნახსენებია, როგორც „გადამწყვეტი სატრანზიტო კვანძი“ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტისთვის (TITR), რომელიც ევროპას თურქეთთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. 

ანგარიშის თანახმად, რეგიონის დაკავშირებადობისთვის საქართველოში რამდენიმე კონკრეტულ პროექტს არსებითი მნიშვნელობა აქვს:

ანაკლიის პორტი: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება მიჩნეულია აუცილებლად შუა დერეფნის გამტარუნარიანობის გაზრდისა და საქართველოს სანაპიროზე უფრო დიდი გემების მიღების შესაძლებლობისთვის“.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი: პროექტი შეფასებულია, როგორც „საკვანძო ინფრასტრუქტურული ინიციატივა“, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ენერგოსისტემების დაკავშირება ევროპულ ქსელთან (ENTSO-E).

სარკინიგზო და საგზაო ქსელი: ხაზგასმულია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზის მოდერნიზაციისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის დასრულების საჭიროება.

ფიზიკური ინფრასტრუქტურის გარდა, კვლევა ყურადღებას ამახვილებს „რბილ დაკავშირებადობაზე“. კერძოდ, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სატრანსპორტო და ენერგეტიკული სექტორების შემდგომი რეფორმირება ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, საბაჟო პროცედურების ციფრული ტრანსფორმაცია, ე.წ. „ერთი ფანჯრის“ სისტემის დანერგვა და ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

კვლევის ავტორები ასკვნიან, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურული და რეგულატორული მზაობა პირდაპირ გავლენას ახდენს მთლიანი დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე. დოკუმენტის თანახმად, ამ პროექტების რეალიზაცია მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციას და რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, სწორი პრაქტიკა და სწორი მენეჯმენტი - ირაკლი კობახიძე

08.02.2026.19:34

პირველ ადგილზე ვართ ევროპაში გასული 5 წლის მანძილზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საშუალო წლიური მაჩვენებელი 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%.

„ამას განაპირობებს სწორი კანონმდებლობა, რომელიც გვაქვს ეკონომიკის სფეროში ჩამოყალიბებული და რომელიც ძალიან კარგად მუშაობს, ასევე, ძალიან სწორი პრაქტიკა, რომელიც არის დამკვიდრებული, სწორი მენეჯმენტი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა