ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობას ევროპული კომპანია განახორციელებს
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობას ევროპული კომპანია განახორციელებს, რადგანაც შესაბამის ტენდერში მხოლოდ ევროპული კომპანიები მონაწილეობენ. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, ტენდერის ფარგლებში მიღებული წინადადებების ტექნიკური ნაწილი უკვე დასრულებულია და მალე ფინანსური ნაწილის შესწავლა დაიწყება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ევროპის და აზიის დაკავშირების კომპონენტში. ძალიან აქტუალური საკითხია და ქვეყანამ ეს პროექტი უნდა განახორციელოს. ჩვენ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებითაც და ვფიქრობთ, რომ შემოდგომაზე ეს პროექტი უკვე თვალშისაცემი იქნება. ღრმაწყლოვანი პორტის საზღვაო ნაწილის მშენებლობისთვის ტენდერი 10 მაისს დაიწყო და უკვე დასრულებულია ტექნიკური წინადადებების შეფასების კომპონენტი. თვის ბლომდე გადავალთ ფინანსური წინადადებების შეფასებაზე. ამ ტენდერში მონაწილეობას მხოლოდ 4 ევროპული კომპანია იღებს, უფრო სწორედ მოწვეული იქნა 4 ევროპული კომპანია, რომლებიც ფლობენ მსოფლიოს ფსკერ დაღმავების ფლოტის 80%-ს და შესაბამისად, ის ხარისხი, რომელსაც ამ მშენებლობის შედეგად მივიღებთ იქნება ძალიან მაღალი“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი ევროსთან გამყარდა
21.01.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1550 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6950 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6950 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6950 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1550 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1604 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0054 ლარი შეადგინა.