მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0015
flag
AZN 1.6064
-0.0001
flag
CNY 38.055
0.0052
flag
EUR 3.1203
0.0116
flag
GBP 3.7076
0.0128
flag
KZT 53.56
0.0002
flag
TRY 0.0694
-0.0004
flag
USD 2.7318
-0.0002

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილი

news image

ჩვენ ფრთხილად ვარჩევთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორს. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ დრო არ იკარგება და პროექტის განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობს.  ", - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ამ საკითხზე საუბრისას

ამაზე ბევრია სათქმელი - თუ რატომ შეიძლება დასჭირდეს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთი წელი, ან რამდენიმე თვე - იმისთვის, რომ ჩვენ პორტში მივიღოთ საუკეთესო მოცემულობა. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება  ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების და კრიტიკული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას განსხვავებით სამწუხაროდ, ძალიან უპასუხისმგებლო პრივატიზებებისა, რომლებიც ჩვენ წლების განმავლობაში გვქონდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება-მშენებლობის პროცესი 2024 წლის სექტემბერში დაიწყო და მას ბელგიური კომპანია „Jan De Nul" აწარმოებს. ნავსადგურის პირველი ფაზის  მშენებლობით  წელიწადში დამატებით სულ მცირე 600 ათასი კონტეინერის გადამუშავების შესაძლებლობა გაჩნდება. ამასთან, ნავსადგური აღჭურვილი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნოლოგიებით, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის შესაძლებლობები და პოტენციალი. საქართველოს მთავრობის პროგნოზით, ანაკლიის პორტი პირველი გემების მიღებას უკვე 2029 წლიდან შეძლებს

ასე რომ, დათქმულ ვადებში ჩვენ გვექნება ახალი, თანამედროვე და საქართველოს საჭიროებებზე მორგებული პორტი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image S&P Global-მა უკრაინის დეფოლტი გამოაცხადა

05.06.2025.17:34

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ S&P Global-მა უკრაინის მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების გამოშვების რეიტინგი CC-დან D (დეფოლტი) დონემდე დაწია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დეფოლტის გამოცხადება მოხდა იმიტომ, რომ უკრაინამ მშპ-ზე მიბმული ფასიანი ქაღალდების მფლობელებისთვის 665 მილიონი დოლარის გადახდაზე უარი განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ვადა 2 ივნისს ამოეწურა.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, უკრაინის მთავრობამ უკვე განაცხადა, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გამო ვალის გადახდას არ აპირებს, მაგრამ მის რესტრუქტურიზაციაზე იმუშავებს.

„ჩვენ არ ველით ფასიანი ქაღალდების ვალის გადახდას საშეღავათო პერიოდში, 10 სამუშაო დღეში, ვითვალისწინებთ რა მთავრობის მორატორიუმს აღნიშნული ობლიგაციების ვალის გასტუმრებაზე, თუ ის რესტრუქტურირებული არ იქნება“, - ციტირებს Reuters-ი S&P Global-ს. 

ამასთან ერთად, S&P Global-ი ფიქრობს, რომ უკრაინას საკუთარი ფინანსური ვალდებულებების შესრულება ეროვნულ ვალუტაში უფრო მეტად შეუძლია, ვიდრე უცხოურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა