მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ანაკლიაში პორტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება - ლევან დავითაშვილი

news image

„ვფიქრობ, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ველოდოთ ინვესტორებს და სახელმწიფომ კრიტიკული ინფრასტრუქტურა შექმნას. ჩვენ თანმიმდევრულად ვავითარებთ პორტს - ამ ინფრასტრუქტურის შექმნის შედეგად ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ხელსაყრელი პირობები, რომ ვესაუბროთ პარტნიორებს. პარტნიორი შეიძლება იყოს ძალიან ბევრი, სხვადასხვა ტიპის პროფესიონალი, კომპანია, რომელიც კომპლექსურ ეკოსისტემას ანაკლიის პორტის გარშემო ჩვენთან ერთად განავითარებს,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესზე საუბრისას.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, პორტი არ არის მხოლოდ ნავმისადგომი, სადაც გემი ჩამოიცლება. მისი თქმით, პორტთან დაკავშირებულია ძალიან ბევრი ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ანაკლიაში თანმიმდევრულად განვითარდება.
„ჩვენ შარშან დავიწყეთ აქტიური სამშენებლო სამუშაოები. დღეს მოსამზადებელი ეტაპი დასრულდა და გვაქვს სრული წინაპირობა, რომ საზღვაო ინფრასტრუქტურის აქტიურ სამშენებლო სამუშაოებზე გადავიდეთ. ყველა იურიდიული პროცესი, მათ შორის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სამშენებლო ნებართვასთან დაკავშირებული, დასრულების ფაზაზეა,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პორტში პირველი გემების შემოსვლის თარიღად 2028 წელი იყო დასახელებული, შესაძლებელია, პორტმა გემების მიღება 2027 წლის ბოლოსაც შეძლოს.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პორტის მშენებლობის პარალელურად უნდა განვითარდეს ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. „ანაკლიაში პორტი ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება, რომ ის ინფრასტრუქტურული ჩამორჩენა, რაც ჩვენ გვაქვს, მალე აღმოვფხვრათ. მას შემდეგ, რაც ჩვენ გვექნება კონკურენტუნარიანი, ხარისხიანი თანამედროვე ინფრასტრუქტურა, სხვა ალტერნატივებთან შედარებით უფრო მეტად კონკურენტუნარიანი გავხდებით და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ ტვირთნაკადების ჩვენს დერეფანში დამაგრებას მოვახერხებთ,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა

14.04.2026.19:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა