მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.4
-0.0005
flag
AZN 1.5257
0.0001
flag
CNY 38.881
-0.0002
flag
EUR 2.8895
-0.0216
flag
GBP 3.4551
-0.0284
flag
KZT 58.26
0.0025
flag
TRY 0.0516
0
flag
USD 2.5933
-0.0003
news banner

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა, მყარი საფუძვლით და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით - ელჩი

news image
mbc image

ამჟამად ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად საუკეთესო ეტაპზეა მყარი საფუძვლითა და საინვესტიციო თანამშრომლობის დიდი პოტენციალით, - აცხადებს  Business Insider Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი ჭოუ ციენი.

ელჩთან ინტერვიუში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, პოტენციალსა და სამომავლო ხედვებზე.

„ჩინურმა კომპანიებმა ჩადეს ინვესტიციები და ააშენეს ინდუსტრიული პარკები და ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში, შეიძინეს „ბაზისბანკი“ და განავითარეს თანამშრომლობა ელექტრონული კომერციის, სავაჭრო ლოგისტიკის, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში. ამ თანამშრომლობითი პროექტების განხორციელება და ორივე მხარის საწარმოებს შორის კონტაქტი ხელს შეუწყობს ორმხრივ სარგებელს. საქართველოს ხელსაყრელმა ბიზნესგარემომ უფრო მეტი ჩინური საწარმოს ყურადღება მიიპყრო. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინურ საწარმოებს, საბაზრო პრინციპების შესაბამისად ჩადონ ინვესტიციები საქართველოში და განუწყვეტლივ გააძლიერონ თანამშრომლობა სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვებში.  გვჯერა, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტი ჩინური საინვესტიციო პროექტი განხორციელდება საქართველოში“, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩი.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს, სერიოზული დარღვევის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ნათია თურნავა

11.11.2026.19:52

საქართველოს საბანკო სისტემა საერთაშორისო სანქციებს მაქსიმალურად იცავს და ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებადი ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სანქციების სერიოზული დარღვევის ან მათთვის თავის არიდების შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ პარლამენტში, 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვისას განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, 2023 წელს მიღებული სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული წესი, პირველ რიგში, საქართველოს საფინანსო სისტემის საერთაშორისო სასანქციო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.

„ჩვენი საბანკო სისტემა დიდწილად არის დამოკიდებული იმ ქვეყნების ვალუტებზე, რომლებიც ამ სანქციების ავტორები არიან – დოლარსა და ევროზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სანქციების რეჟიმი მაქსიმალურად იყოს დაცული. სანქციების აღსრულების წესის ძირითადი ნაწილი სწორედ იმას ეძღვნება, რომ ბანკებმა ეს მოთხოვნები უნდა დაიცვან. შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენი სისტემა სანქციებს მაქსიმალურად იცავს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, სანქციების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად არის შეფასებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის MONEYVAL-ისა და ევროკავშირის შესაბამის ანგარიშებში.

„ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, ეროვნული ბანკის შეფასება. ეს არის საერთაშორისო შეფასება, მათ შორის ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციების, როგორიცაა MONEYVAL, რომელიც აფასებს გამჭვირვალობას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლასა და სანქციების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ევროკავშირის ბოლო ანგარიშშიც აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ძალისხმევაა გაწეული“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატიული აქტი სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, მათ შორის იმ სამართლებრივ პროცედურებთან, რომლებიც სხვა პირის ქონებასთან დაკავშირებულ მოქმედებებს არეგულირებს.

„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი ნორმატიული აქტი მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო საქართველოს კანონმდებლობასთან. ეს წესი ძალიან ეფექტიანად მუშაობს. მისი მთავარი ამოცანა იყო ჩვენი საფინანსო სისტემის საერთაშორისო შეზღუდვებთან, რეგულაციებთან და სასანქციო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ნათია თურნავამ. 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული რეგულაციის რომელიმე კონკრეტულ პირთან დაკავშირება არასწორია და ამის საწინააღმდეგოდ, მისი შეფასებით, წესის მოქმედების სამწლიანი შედეგები მეტყველებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა