მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7019.8
0.0021
flag
AZN 1.5843
-0.0003
flag
CNY 37.475
-0.004
flag
EUR 3.1282
-0.0099
flag
GBP 3.6269
0.0008
flag
KZT 49.79
0.0019
flag
TRY 0.0661
-0.0001
flag
USD 2.6942
-0.0006

ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ - ლევან დავითაშვილი

news image

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ - ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოს და ინდოეთის სავაჭრო ურთიერთობები: TOP 5 პროდუქტი

12.08.2025.19:00

2025 წლის იანვარ-ივნისის მდგომარეობით ინდოეთიდან იმპორტი 47%-იან ზრდას, ხოლო ექსპორტი 59%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ინდოეთიდან 62 799.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 43 741.6 ათასი დოლარის. შესაბამისად ზრდა 43,6%-ია.

ინდოეთიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი სამკურნალო საშუალებებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 15 973.8 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 4 880.0 ათასი დოლარი;
  • ბრინჯი - 4 473.1 ათასი დოლარი;
  • მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 2 376.5 ათასი დოლარი;
  • მანქანები სარეცხი - 2 171.6 ათასი დოლარი;
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 1 845.6 ათასი დოლარი;

რაც შეეხება საქართველოდან ინდოეთში ექსპორტს, აქ 58.9%-იანი კლებაა. 

2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ინდოეთში 6 792.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა, მაშინ როდესაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 16 512.3 ათასი დოლარის დონეზე იყო. საქართველოდან ინდოეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი სასუქებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ინდოეთში ყიდის:

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 3 838.5 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი სპილენძისა - 793.7 ათასი დოლარი;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 625.8 ათასი დოლარი;
  • ტყვია დაუმუშავებელი - 445.0 ათასი დოლარი;
  • ნარჩენები და ჯართი შავი ლითონებისა - 341.3 ათასი დოლარი;
  •  

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა