მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7070.3
-0.0023
flag
AZN 1.5876
-0.0002
flag
CNY 38.215
0.0001
flag
EUR 3.1398
-0.0033
flag
GBP 3.5933
-0.0058
flag
KZT 52.16
-0.0022
flag
TRY 0.0634
0
flag
USD 2.6995
-0.0001

ამერიკაში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „FROM RETROECONOMICS TO SANCTIONOMICS: ESSAYS ON UNCONVENTIONAL ECONOMICS“ [„რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“].

news image

ამერიკაში გამოიცა აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი „FROM RETROECONOMICS TO SANCTIONOMICS: ESSAYS ON UNCONVENTIONAL ECONOMICS“- „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“.

წიგნი ხელმისაწვდომია Amazon-ზე და თანდართული აქვს ცნობილი ეკონომისტების შეფასებები.

Business Inider Georgia-სთან აკადემიკოს ვლადიმერ პაპავა აცხადებს, რომ აღნიშნულ წიგნზე ორი ათეული წელი მუშაობდა.

„წიგნი ეხება თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ყველაზე მწვავე და აქტუალურ პრობლემებს. ეს არის არატრადიციულ ეკონომიკაზე ესეების კრებული. განხილულია არასტანდარტული, არატრივიალური საკითხები, რაც თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერებისთვის მთელ მსოფლიოშია აქტუალური.  გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში დაგროვდა არაერთი გადაუწყვეტელი პრობლემა. წიგნში მოცემულია კრიტიკული მოსაზრებები ტრადიციულ ეკონომიკურ სქემებთან დაკავშირებით და ნაჩვენებია, როგორ შეიძლება დღეს ეკონომიკურ მეცნიერებაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა, “ - განაცხადა ლადო პაპავამ. 

ამ წიგნის ქართული ვარიანტი ვლადიმერ პაპავამ პირველად საქართველოში 2010 წელს გამოსცა, ხოლო მეორედ ათი წლის შემდეგ. 

„როდესაც დავრწმუნდი, რომ ქართულმა გამოცემებმა გაამართლა და ინტერესი გამოიწვია, მხოლოდ ამის შემდეგ მივიღე ამ წიგნის ინგლისური ვერსიის გამოცემის გადაწყვეტილება,“- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტები განიხილა

11.12.2025.14:35

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეკონომიკური პარამეტრები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე საქართველოსა და სავალუტო ფონდის სამომავლო თანამშრომლობა.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მაკროეკონომიკური მახასიათებლები. აღინიშნა, რომ 2021-2024 წლებში საქართველოს ეკონომიკამ მნიშვნელოვანი მდგრადობა აჩვენა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი, 2025 წლის 10 თვეში კი 7,6 პროცენტი შეადგინა. ხაზი გაესვა იმასაც, რომ 2024 წელს როგორც უმუშევრობის დონე, ასევე დასაქმება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ეს ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა.

ყურადღება გამახვილდა მიზნობრივ სტრუქტურულ რეფორმებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, წარმატებით ახორციელებს. ხაზი გაესვა სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის ამაღლების კუთხით მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, კერძოდ, სახელმწიფო საწარმოებში გატარებული ოპტიმიზაციის შედეგად 700 მლნ ლარის წლიური დანაზოგი გაკეთდა.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე ენერგეტიკის სფეროს გაძლიერების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ყურადღება გამახვილდა მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, თბილისის ახალ აეროპორტსა და სხვ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში შეტანა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა