მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

ამბასადორის კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა

news image
დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის“ პირველ უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და, ზოგადად, ზღვისპირეთში - ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის“ პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა პროექტის უპრეცედენტო მასშტაბსა და ეკონომიკურ განზომილებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება; კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა. ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის, უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა“ და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
პრემიერ-მინისტრმა „ამბასადორი ჯგუფს“, ბუბა ქებურიას, პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პირველი ცათამბჯენი, რომელიც 2029 წელს დასრულდება, იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო; ის ბათუმსა და საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე.
ამბასადორის კუნძულზე პირველი ცათამბჯენის მშენებლობასთან დაკავშირებით პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან და კომპანიის დამფუძნებელ თორნიკე ქებურიასთან ერთად, საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაუშვა.
მთავრობის მეთაური მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტს გაეცნო და კუნძული დაათვალიერა, სადაც 200 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტის განხორციელება იწყება.
news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა

14.04.2026.19:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) მსოფლიოს ეკონომიკური პროგნოზის აპრილის განახლებას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, IMF-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის 2026 წლის პროგნოზი 3.1%-მდე შეამცირა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა