აგროდაზღვევის სეგმენტის ლიდერი სადაზღვევო კომპანია ალდაგია
2025 წლის ივნისის ბოლოსთვის მოქმედი მოქმედი აგროდაზღვევის პოლისების რაოდენობა 24 428 ერთეულს შეადგენდა, რომლის 54%-ით აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებულ პოლისებზე მოდის. ივნისის ბოლოსთვის აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აქტიური იყო 13 298 პოლისი.
აგროდაზღვევის მიმართულებით 2025 წლის 6 თვეში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ (ბრუტო) 20 863 369 ლარი შეადგინა, სადაც სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის წილი 19 248 348 ლარი იყო
საანგარიშო პერიოდში გადაზღვევის პრემიამ 13 171 139 ლარი შეადგინა, სადაც სახელმწიფო აგროდაზღვევის წილი 12 178 674 ლარს შეადგენდა.
რაც შეეხება უშუალოდ სადაზღვევო კომპანიებზე აგროდაზღვევის პოლისების გადანაწილებას, ივნისის ბოლოსათვის არსებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი: 22 117 აგროდაზღვევის პოლისი - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: 11 009
სს თიბისი დაზღვევა: 2 242 აგროდაზღვევის პოლისი - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: 2 232
სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა: 57 აგროდაზღვევის პოლისი - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში: 57
სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო: 12 აგროდაზღვევის პოლისი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.09.2025.18:51
,,არცერთი ინვესტორი არ დააბანდებს ინვესტიციას არაპროგნოზირებად ქვეყანაში, “ჯორჯია მეტალის”გახსნის ფაქტორი იყო რწმენა, რომ ქვეყანა სწორი გზით ვითარდება და ხელისუფლება უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის ჯანსაღ გარემოს", - აცხადებს გიორგი ანთაძე “ჯორჯია მეტალის” წარმომადგენელი.
ცნობისთვის, ზესტაფონში „ჯორჯია მეტალის“ ქარხანა 5 სექტემბერს გაიხსნა. ღონისძიებას მთავრობის წევრებთან ერთად პრემიერ-მინისტრი დაესწრო.
„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან, ინუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია. საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად იყოს კონკურენტუნარიანი არამხოლოდ ადგილობრივ არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა არის 400 ათასი ტონა არმატურა, რაც მას აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილ ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. შემდეგი ეტაპი ფოლად სადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ სრულად დააკმაყოფილებს შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის არამედ შექმნის მყარ საფუძველს პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი, ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება - ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კომპანიის დამფუძნებლებს: ავთანდილ გოცაძეს და ზურაბ ღიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვს, მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა გამოიხატება ასევე სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული ჯითიემ გრუპმა ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მლნ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, თუ როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება. ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს, საქართველოს ბანკს, ბატონ არჩილ გაჩეჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის. რომელიც მხარში დაუდგა ამ ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთ ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებულ თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. ასეთი პროექტები მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლოს 4 წლის განმავლობაში ჩვენ გაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას, და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.