მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7224.7
-0.049
flag
AZN 1.6058
-0.0081
flag
CNY 39.749
-0.016
flag
EUR 3.1695
-0.0229
flag
GBP 3.6694
-0.0199
flag
KZT 55.72
-0.0048
flag
TRY 0.0619
-0.0004
flag
USD 2.73
-0.0138

აგროდაზღვევა მცირედით, მაგრამ მზარდია - დავით ონოფრიშვილი

news image

როგორც სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, საქართველოში დაზღვევის რამდენიმე მიმართულება თანდათანობით ზრდას განაგრძობს. მისი თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია აგროდაზღვევის მოცულობაც, რომელიც რამდენიმე წლის წინ 8-10 მილიონ ლარს შეადგენდა, დღეს კი დაახლოებით 22 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, თუმცა სექტორი კვლავ გამოწვევების წინაშე დგას და ძირითადად კახეთის რეგიონზეა კონცენტრირებული.

„აგროდაზღვევა მცირედით, მაგრამ მზარდია. რაღაც 22 მილიონამდე იყო პრემია, თუმცა სულ რამოდენიმე წლის წინ ეს იყო 8-10 მილიონი. იზრდება. თვითონ კომპანიები ბევრნი არ დარჩნენ ვინც აგროდაზღვევით არიან დაინტერესებული, რთული სფეროა ზოგადად. ეს ითხოვს შემდგომ როგორ ვთქვათ, როცა უცხოეთში ვთქვათ თურქეთში ან ესპანეთში „აგროსეგუროა“ ესეთი დიდი სადაზღვევო კომპანია, იქ ბევრი რამ არის სავალდებულო და მთელ ქვეყანას მოიცავს.  ანუ დაზღვევის პრინციპი ეს არის, რომ შენ ეხლა ერთეულებს ვერ დააზღვევ - რაც უფრო მეტია ამ პულში, ანუ ერთიანობაში შემოსული თანხა, ის გროვდება, ვისაც მერე სადაზღვევო პრობლემა უხდება, ზარალი იმას ადვილად უხდის. ჩვენთან ისე მოხდა, რომ მხოლოდ კახეთში ვენახებია დაზღვეული, თანაც ყველა არ აზღვევს. სადაც სეტყვა უფრო მოდის, იქ უფრო აზღვევენ, სადაც გამოიხედავს ფერმერი ვთქვათ იტყვის, რომ ჩემთან 10 წელია არ მოსულა და არ აზღვევს. ხანდახან მაინც ყველგან შეიძლება მოვიდეს. ასევე გამოირჩევა აჭარა. კახეთს 80%-ზე მეტი უჭირავს. და თუმცა უნდა ითქვას, რომ ზედიზედ გახსოვთ სერიოზული სეტყვები იყო, დიდი ზარალები იყო რამოდენიმე წლის წინ. ეხლა ბოლო ორი წელია დაახლოებით ზარალიანობა 33%-ის ფარგლებშია, ამიტომ შანსი იმისა, რომ გაიზარდოს შემდეგ წელს უფრო მეტია ეხლა ალბათობის თეორიით, ალბათ შეიძლება ესე განვსაზღვროთ. მაგრამ მეზობელი როცა ხედავს, რომ დაისეტყვა და იმას ჰქონდა დაზღვევა და გადაუხადეს, შემდეგ მეზობელი ფერმერი თვითონაც ფიქრობს, რომ დააზღვიოს. დიდი კომპანიები ისედაც აზღვევენ თავისთავად“, - განმარტავს დავით ონოფრიშვილი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image სადაზღვევო ბაზრის მოლოდინები - როგორ აისახება მაკროეკონომიკური ტენდენციები სექტორის ზრდაზე

11.03.2026.22:20

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი დავით ონოფრიშვილი აცხადებს, რომ დაზღვევის სექტორის განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყნისა და რეგიონის ზოგად ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების გამო წარმოქმნილი ეკონომიკური რყევებისა, საქართველოს ეკონომიკამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნა, რაც დადებითად აისახება სადაზღვევო ბაზარზეც.

ონოფრიშვილის შეფასებით, თუ გარე ფაქტორები მნიშვნელოვნად არ გაართულებს ეკონომიკურ გარემოს, დაზღვევის სექტორი საქართველოში ზრდას მომავალშიც შეინარჩუნებს. მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ბაზრის განვითარების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები ხელს უწყობს სექტორის გაძლიერებას, რის შედეგადაც სხვადასხვა სადაზღვევო მიმართულება მიმდინარე წელსაც ზრდის ტენდენციას შეინარჩუნებს.

„დაზღვევა როგორც ყველა სხვა ეკონომიკის სფერო ზოგად მაკროეკონომიკურ სიტუაციაზე დამოკიდებულია - სამეზობლოში როგორი მდგომარეობაა და კი ვხედავთ რა მდგომარეობაც არის - ეს ომები იწვევენ გარკვეულ რყევებს, მაგრამ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე კარგად გაუძლო. ასეთი ზრდა ევროპის არცერთ ქვეყანას და სამეზობლოში არავის არ აქვს და ინფლაციური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ეს ტენდენცია მეტ-ნაკლებად შენარჩუნებული იქნება, ანუ გარე ფაქტორები სერიოზულ რყევებს ზოგადად არ გამოიწვევენ, მაშინ დაზღვევის სფეროც თავისთავად ასეთივე ტემპით განაგრძობს ზრდას. მგონია, რომ უცხოელების დაინტერესებაც არის, ახლა ჩვენი  სამსახური და მე პირადად ჩართული ვარ, გახლავართ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი მსოფლიოს ზედამხედველთა ორგანიზაციის, ევროპას წარმოვადგენ ჩემს სლოვენიელ კოლეგასთან ერთად. ძაან ბევრი საკითხები იქ სხვადასხვა ტენდენციების კვლევაც კი მიდის როგორ უნდა განვითარდეს და ის რეკომენდაციებიც გვაქვს მათგან, როგორ უნდა წავიდეთ - ზედამხედველობა როგორ განვახორციელოთ, თვითონ ბაზარი როგორ განვავითაროთ. მგონია, რომ ტრენდი, ყველა მიმართულება მზარდი იქნება წელსაც“, - აღნიშნა დავით ონოფრიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა