აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე და მის მიმდებარედ, 2 კმ-ის რადიუსში, არსებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მაღალი კონცენტრაციის ადგილების (ე.წ. შავი წერილების) აღმოფხვრისა და გაუმჯობესების მიზნით, გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი.
პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 27 მონაკვეთზე განხორციელდება საგზაო მოძრაობის გაუმჯობესებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული ღონისძიებები, მათ შორის: ლითონის მრუდხაზოვანი ძელების მონტაჟი; წრიული მოძრაობებისა და უსაფრთხოების კუნძულების მოწყობა; ამაღლებული ქვეითთა გადასასვლელებისა და ტროტუარების მოწყობა; საგზაო ნიშნებისა და ჰორიზონტალური მონიშვნის განახლება და სხვა სამუშაოები.
სამუშაოები ჩატარდება საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის (GTC) - საქართველოს საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში.
სამუშაოები ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს.
პროექტის მიზანია, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობისა და სიმძიმის შემცირება და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
პროექტი ფინანსდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი გრანტით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
გრანტის საერთო მოცულობა შეადგენს 16 მილიონ ევროს, საიდანაც ნაწილი მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად.
დაინტერესებულ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 3 დეკემბრის 15:00 საათამდე.
შესყიდვის ბმული:
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან გამყარდა
07.11.2025.17:04
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.