მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან

news image

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი  საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

30.07.2025.19:00

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა