აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობენ. ინფოტურის მონაწილეებმა უკვე დაათვალიერეს ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ერთობლივი ტურპაკეტების შემუშავების მიზნით კი საქმიანი შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან. ბათუმის ტურისტული და სასტუმრო ინფრასტრუქტურის მონახულების შემდეგ ტუროპერატორები მთიან აჭარასაც ეწვევიან, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ფოლკლორ შოუს დაესწრებიან. უზბეკეთი აჭარისთვის ერთ-ერთ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ბოლო წლებია ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები ხორციელდება.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი უცხოელი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ტუროპერატორების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს. გასულ წელს, რეგიონში 50-მდე საერთაშორისო ტური განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც აჭარას სტუმრები შემდეგი ქვეყნებიდან სტუმრობდნენ: დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, დანია, უნგრეთი, თურქეთი, ლატვია, საფრანგეთი, სომხეთი, ინდოეთი, ლიეტუვა, ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, ესტონეთი, უზბეკეთი, საუდის არაბეთის სამეფო, ქუვეითი, პოლონეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ჩინეთი, შვედეთი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
25.06.2025.19:00
ბოლო ერთი თვის განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო კულტურების ბაზარზე ვითარება უკიდურესობებს შორის მერყეობდა – ერთი მხრივ, ფუნდამენტური ბალანსების გამკაცრება, ხოლო მეორე მხრივ, სეზონური მოსავლიანი ზეწოლა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ „გლობალური სასაქონლო და სავალუტო ბაზრების მიმოხილვაშია“ აღნიშნული.
ირკვევა, რომ ამ ფონზე კიდევ უფრო იზრდებოდა დაძაბულობა აშშ-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩიკაგოს ბირჟაზე (CBOT) სიმინდის ფიუჩერსებმა მაისის დასაწყისში $4.50-ს ქვემოდან დაიწყეს ზრდა და ივნისის შუა პერიოდში თითქმის $5.00-მდე მიაღწიეს გაძლიერებული ეთანოლის მოთხოვნისა და USDA-ს მოლოდინზე უფრო მკვეთრი გლობალური მარაგების შემცირების პროგნოზების მხარდაჭერით.
სოიოს ფასები $13.00/ბუშელზე ოდნავ მერყეობდა – სამხრეთ ამერიკაში მოსავლის შემოსვლამ ზეწოლა მოახდინა ფასებზე, თუმცა აშშ-ში ძველი სეზონის ბალანსი კვლავ რჩებოდა მკაცრი. ხორბლის ფიუჩერსებმა მცირე ზრდა აჩვენეს, თანდათან მიუახლოვდნენ $7.00/ბუშელს – გლობალური მიწოდების შემცირების პროგნოზებისა და ამინდის გავლენის გამო ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
„მთავარმა კვლევითმა ცენტრებმა და საინვესტიციო ბანკებმა დადებითად შეაფასეს 12 ივნისის USDA WASDE ანგარიში, განსაკუთრებით ძველი სეზონის CBOT სიმინდის ნაწილში, სადაც აშშ-ის ექსპორტის პროგნოზი გაიზარდა 2.65 მილიარდ ბუშელამდე – რამაც ძველი სეზონის საბოლოო მარაგები შეამცირა 1.365 მლრდ ბუშელამდე და გაამკაცრა ბალანსი. მეტწილად, მოდელები ახლა 2025 წლის ბოლოსთვის სიმინდის საშუალო ფასს აჩვენებენ 450 ცენტს ბუშელზე, ხოლო 2026 წლისთვის – დაახლოებით 440 ცენტს. იმ პირობით, თუ შენარჩუნდება ძლიერი მოთხოვნა ეთანოლზე და ექსპორტის მყარი ტემპი.
ხორბლის ბაზარზეც შეინიშნება გამკაცრება: ივნისში შემცირდა გლობალური საბოლოო მარაგები სიმინდზე, ხორბალსა და ბამბაზე, ხოლო სოიოს მარაგები მცირედ გაიზარდა – რითიც USDA-ს პროგნოზები უფრო დაუახლოვდა კერძო შეფასებებს. აშშ-ის ხორბლის ბალანსი ძველ სეზონზე დიდად არ შეცვლილა, თუმცა ივლისში მოსალოდნელია დამატებით 10-20 მილიონი ბუშელით შემცირება. 2025 წლის ხორბლის ფასის პროგნოზი მერყეობს $6.75- 7.25 ბუშელის ფარგლებში, რასაც მხარს უჭერს რუსეთიდან მიწოდების შემცირების მოლოდინი და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ლოგისტიკურ რისკებზე განგრძობითი ყურადღება.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკაში მოსავლის ზეწოლამ შეიძლება შეასუსტოს ახალი სეზონის ფასების ზრდა, ძველი სეზონის მკაცრი ბალანსი, ძლიერი მოთხოვნა ეთანოლზე და ექსპორტის კვლავ მაღალი ტემპი მხარს უჭერს კონსენსუსს, რომ 2025-2026 წლების ფასები დარჩება ისტორიულ მინიმუმებზე მნიშვნელოვნად მაღლა“, - აღნიშნულია თიბისი მიერ მომზადებულ ანგარიშში.