მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7086.9
0.0039
flag
AZN 1.6003
-0.0007
flag
CNY 38.001
-0.0004
flag
EUR 3.2155
0.0245
flag
GBP 3.7502
0.0215
flag
KZT 52.43
0.001
flag
TRY 0.0683
-0.0001
flag
USD 2.7215
-0.0012

აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბიუჯეტო პროგნოზების გათვალისწინებით, რეგიონის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 1 002,1 მლნ ლარს შეადგენს

news image

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში 2026-2029 წლების პრიორიტეტების პრეზენტაცია გაიმართა.

მინისტრმა რესპუბლიკური ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ მასშატბურ ინფრასტრუქუტული პროექტებზე ისაუბრა. ჯაბა ფუტკარაძემ ასევე მიმდინარე და 2026 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე გააკეთა აქცენტი.

აჭარის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბიუჯეტო პროგნოზების გათვალისწინებით, რეგიონის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 1 002,1 მლნ ლარს შეადგენს.

აჭარის 2025 წლის 3 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 106%-ით შესრულდა. შემოსავლების გეგმა 156 237 400 ლარით, ხოლო შესრულება 165 635 700 ლარით განისაზღვრა.

მომდევნო 4 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 152,0 მლნ ლარით, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 5,1 მლნ ლარი დაფინანსდება, მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე 41,7 მლნ ლარი დაიხარჯება, აჭარის მყარი ნარჩენების მართვის პროექტზე 57,1 მლნ ევრო, ხოლო აჭარაში წყლის სისტემის განვითარებაზე 100 მლნ ევროა გათვალისწინებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია "ჰუავეის" დელეგაციას შეხვდა

01.07.2025.16:14

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური კორპორაცია „ჰუავეის" პრეზიდენტს ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გან ძიანჰუას შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები ირაკლი ნადარეიშვილი და ვახტანგ ცინცაძე, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე, აგრეთვე ჩინური კორპორაციის წარმომადგენლები. 

საუბარი წარიმართა საქართველოში ICT მიმართულების განვითარებასა და ამ მხრივ, „ჰუავეის" ჩართულობაზე. აღინიშნა, რომ ჩინურ კორპორაციას, რომელიც მსოფლიო მასშტაბით საქმიანობს და გლობალურ ICT სექტორთან ნაყოფიერად თანამშრომლობს, დიდი ინტერესი აქვს უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე.  კორპორაციის წარმომადგენლებმა წარადგინეს პრეზენტაცია, როგორ ხედავენ ისინი საქართველოში ბიზნესის გაფართოებას და თანამშრომლობას ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დარგში.

მარიამ ქვრივიშვილმა „ჰუავეის" წარმომადგენლებს გააცნო მთავრობის ხედვა ქუთაისში, ახალი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნის შესახებ, რომელიც უნიკალური იქნება ფართო რეგიონში და სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. კერძოდ,  ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორები, საერთაშორისო IT სკოლა, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარების ლაბორატორია, მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საკონფერენციო და საერთო სამუშაო სივრცეები. 

„ჰუავეის" წარმომადგენლები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში „ჰუავეის" ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობაზე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა