აჭარის 2026 წლის რესუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები 957 მლნ ლარით განისაზღვრა
აჭარის, 2026 წლის რესუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლები, 957 000 000 ლარით განისაზღვრა, 2025 წელთან შედარებით ზრდა - 91 680 000 ლარი. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს კომიტეტების სხდომაზე, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის, 2026-2029 წლის პრიორიტეტები წარადგინა.
ჯაბა ფუტკარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაგეგმილ მასშატბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
მომდევნო 4 წლის განმავლობაში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 152,0 მლნ ლარით დაფინანსდება, ხოლო მთის კურორტებისა და სარეკრეაციო ადგილების განვითარებაზე 41,7 მლნ ლარი დაიხარჯება.
2026 წელს, საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 65 მლნ, ტურიზმის ხელშეწყობისთვის კი 21 227 400 ლარია გათვალისწინებული. გოდერძის საბაგიროს მშენებლობა 300 000 ლარით, ხოლო ხულო-თაგოს საბაგირო გზის რეაბილიტაცია 5 400 000 ლარით დაფინანსდება.
2026 წელს 45 საჯარო სკოლის რეაბილტაცია განხორციელდება. ჯანდაცვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე 44 199 960 ლარი, ხოლო სოციალური დაცვის კუთხით 29 395 445 ლარი დაიხარჯება.
2026 წელს, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 38 661 607 ლარი, კულტურული მემკვიდრეობის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის კი 6 091 000 ლარია გათვალისწინებული.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;