მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

აჭარა 2025 წელს ეკონომიკური და საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვან წელს ელოდება - მინისტრის მოლოდინები EMAAR-ის ინვესტიციის შესახებ

news image

აჭარა 2025 წელს ეკონომიკური და საინვესტიციო თვალსაზრისით მნიშვნელოვან წელს ელოდება. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ უმაღლესი საბჭოში საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული წარმატების ერთ-ერთი მიზეზი გონიოში დაგეგმილი პროექტი იქნება. როგორც ცნობილია არაბეთის გაერთიანებული საამიროების წამყვანი კომპანია EMAAR-ი საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაზეც შეთანხმება მხარეებს შორის უკვე მიღწეულია.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაზეც გაქვს დიდი მოლოდინები არის გონიოს მიმდებარე ტერიტორიები. მოგეხსენებათ, 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა. უკვე მიმდინარეობს გარკვეული კვლევითი სამუშაოები, პროცედურული სამუშაოები და ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ბიუჯეტის შემოსავლების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის. ასე, რომ საკმაოდ წარმატებული ეკონომიკური თვალსაზრისით და საინვესტიციო თვალსაზრისით წელს ველოდებით“, - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ EMAAR-ი 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას თბილისსა და გონიოში უძრავი ქონების მიმართულებით აპირებს.

საგულისხმოა, რომ საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე უძღვებოდა, 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა - ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

მომხსენებელმა, კომიტეტების წევრებს, სამინისტროებისა და ცალკეული უწყებების საბიუჯეტო პარამეტრების შესრულების მაჩვენებლების პარალელურად, ინფორმაცია მიაწოდა რეგიონისთვის მნიშვნელოვან პროექტებზე და უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს. კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო და მხარი დაუჭირა უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე გატანას.

 ჯაბა ფუტკარაძემ, კანონმდებლებს, ასევე წარუდგინა 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულება. მისი განცხადებით, 2025 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების პირველი კვარტლის გეგმა 89,8, შემოსავლების კი - 106,0 პროცენტით შესრულდა. შემოსავლების უდიდესი ნაწილი, საერთო შემოსავლების 98,1 პროცენტი, მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს და 108,3 პროცენტითაა შესრულებული. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხზე შემდგომი პროცედურების გაგრძელებას.

 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება, კანონმდებლებს, კომიტეტის თავმჯდომარემ - მარინე გვიანიძემ გაააცნო. კომიტეტის წევრებმა ანგარიში ცნობად მიიღეს. 

 კომიტეტმა მხარი დაუჭირა “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით შემდგომი პროცედურების გაგრძელებას. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ავოკადოს იმპორტს - იანვარ-აპრილის სტატისტიკა

22.05.2025.19:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 19%-ით მეტი ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველომ 1,861.77 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,562.17 ათასი დოლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 4 თვეში 1,376.53 ათასი დოლარის ღირებულების 398.10 ტონა ავოკადო შემოვიდე. რაც მთლიანი ღირებულების 74%-ია.

აღნიშნული მაჩვენებლებით ირკვევა, რომ იმპორტირებული ავოკადოს საერთო ღირებულების 74%-ი ქვეყანაში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

2025 წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 5 ბაზრიდან დაფიქსირდა:

  • ნიდერლანდები - 1,376.53 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 414.20 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37.26 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.09 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა