9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო
2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
VII მოწვევის საკრებულოს წევრობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იყო - ნათია მოდებაძე
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდულობს
24.10.2025.19:00
ქვეყანაში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი მზარდია. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 69 444.5 ათასი დოლარის ღირებულების კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები იყიდა. 2024 წლის 9 თვის სტატისტიკით კი აღნიშნული პროდუქციის იმპორტის საერთო ღირებულება 59 383.5 ათას დოლარს შეადგენდა. შესაბამისად ზრდა 17%-იან ზრდას აფიქსირებს.
2025 წლის სამი კვარტალის მაჩვენებლებით საქართველოში კოსმეტიკური საშუალებების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საფრანგეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო კოსმეტიკურ საშუალებებს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ წლიდან წლამდე ქვეყანაში იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების საერთო ღირებულება მზარდია. 2024 წელს ქვეყანაში კოსმეტიკური საშუალებების იმპორტმა 84 548.1 ათასი დოლარის შეადგინა, მაშინ როდესაც 2023 წლის მაჩვენებლებით იმპორტი 74 223.7 ათას დოლარს შეადგენდა.