მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7126.5
0.0132
flag
AZN 1.6024
0.003
flag
CNY 38.248
0.0065
flag
EUR 3.1638
0.0116
flag
GBP 3.628
-0.001
flag
KZT 50.59
0.0007
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7241
0.0041

9 თვეში საქართველომ 2.8 მლრდ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი განახორციელა 

news image

2025 წლის სამი კვარტალის მაჩვენებლებით ქვეყანაში 172 907 ერთეული მსუბუქი ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 2 805 075.2 ათასი დოლარის ღირებულების 172 907 ერთეული მსუბუქი ავტომობილი იყიდა, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე იმპორტი 155 721 ერთეულ მსუბუქ ავტომობილს შეადგენდა. შესაბამისად მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 11%-ით არის გაზრდილი. 

საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტის კუთხით ლიდერი აშშ-ია, საიდანაც 9 თვეში 136 772 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 1 681 482.6 ათასი დოლარი იყო. 

TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველომ მსუბუქი ავტომობილები იყიდა:

  • აშშ - 136 772 ცალი
  • იაპონია - 14 649 ცალი
  • გერმანია - 5 467 ცალი
  • ჩინეთი - 4 453 ცალი
  • კანადა - 2 365 ცალი.
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 9 თვეში საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 190 მლნ დოლარის ემოსავალი მიიღო

24.10.2025.17:00

2025 წლის 9 თვეში საქართველოდან ღვინოების ექსპორტმა 189 867.0 ათასი დოლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთის ბაზრებზე 64 369 982 ლიტრი ღვინო გადაიზიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 73 641 655 ლიტრი. შესაბამისად ღვინის ექსპორტი 13%-ით არის შემცირებული.

მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით, ქართული ღვინის მთავარი მომხმარებელი ქვეყანა რუსეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:

  • რუსეთი - 43 403 245 ლიტრი;
  • პოლონეთი - 5 070 382 ლიტრი;
  • უკრაინა - 3 579 577 ლიტრი;
  • ჩინეთი - 2 179 327 ლიტრი;
  • ბელარუსი - 2 090 843 ლიტრი;

2024 წელს საქართველომ საექსპორტო ბაზრებზე 276 025.2 ათასი დოლარის ღირებულების 94 671 941 ლიტრი ღვინო გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა