9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა, ზრდა 6,4%-ია
2024 წლის 9 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 3 461,7 მლნ დოლარის შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6,4%-იანი ზრდაა, სებ-ის საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის სამივე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 3 251,6 მლნ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება უშუალოდ მესამე კვარტლის მაჩვენებლებს ზრდა 8%-ია. სებ-ის ინფორმაციით, 2024 წლის მესამე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალმა 1 563,3 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო 2023 წლის მესამე კვარტალში კი 1 447,1 ათასი დოლარის.
სხვა სიახლეები
2025 წელს ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა - Galt & Taggart
18.11.2025.16:49
2025 წელს, ბათუმის პირველად ბაზარზე ბინების გაყიდვები გაიზარდა 2024 წელს შემცირებული გაყიდვების შემდეგ. როგორც Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული, ზრდის მიუხედავად, გაყიდვების დინამიკა კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება 2022-23 წლების დონეს, მაშინ როცა გასაყიდი ბინების რაოდენობა კვლავ მაღალია, რაც ჭარბი მიწოდების რისკებზე მიუთითებს.
„პირველადი ბაზრის ფასმა ზრდა განაგრძო, თუმცა, ჩვენი შეფასებით, შენელებული მოთხოვნის და გაზრდილი მიწოდების ფონზე, ფასების მიმდინარე ზრდის ტემპი შესაძლოა არამდგრადი იყოს. 2025 წელს გაყიდვები მეორად ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2022- 23 წლის ნიშნულს გადააჭარბა, რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა აქტივობამ განაპირობა. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, მეორად ბაზარზე ფასების ზრდა გაგრძელდა“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში ბათუმში 4,893 ბინა გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 27.0%-ით მეტია, აქედან:
• მეორად ბაზარზე გაყიდვები, რაც დინამიკას რეალურ დროში აჩვენებს, წლიურად 16.8%-ით გაიზარდა (9 თვეში +16.7% წ/წ), რაც ძირითადად ბათუმის საბინაო ფონდის ზრდამ და თანმდევმა გაზრდილმა ტრანზაქციებმა განაპირობა.
• პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, წლიურად 34.6%-ით გაიზარდა (9 თვეში +11.8% წ/წ).
„ჩვენ მიერ ჩატარებული დეველოპერების გამოკითხვის მიხედვით (რომელიც პირველადი ბაზრის ტენდენციებს რეალურ დროში ასახავს), პირველად ბაზარზე 2025 წლის 8 თვეში ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 10.4%-ით გაიზარდა, 2024 წელს დაფიქსირებული კლების შემდეგ“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
2025 წლის სექტემბერში, პირველად ბაზარზე კვადრატულ მეტრის საშუალო ფასმა (მზა ბინებისთვის ე.წ. Turnkey კონდიციაში) 1,821 აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 9.0% ზრდაა. ამასთან, მეორადი ბაზრის ახალ პროექტებში საშუალო ფასი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 1,418 აშშ დოლარი შეადგინა.