70 მლნ ლარი - რა თანხა დაიხარჯება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება და ამისათვის 2023-2024 წლებში 70 მლნ ლარის დახარჯვა მოხდება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის 50 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი.
„ეკონომიკის სამინისტროსთვის გამოიყოფა 150 მლნ ლარი, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებისთვის როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ამ მიზნით 20 მლნ ლარი წელს გამოვყავით, ხოლო 50 მლნ ლარი იქნება გამოყოფილი მომდევნო წელს. ჯამში 70 მლნ ლარი. თქვენ იცით, რომ ახლა მიმდინარეობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შერჩევა და შესაბამისად სახელმწიფო უზრუნველყოფს თავისი წილის პროპორციულად იმ თანხების დახარჯვას რა თანხებიც იქნება საჭირო იმისთვის, რომ პორტის მშენებლობა დაიწყოს მომდევნო წელს. გარდა ამისა განახლდება ინფრასტრუქტურა აეროპორტებში: ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ასევე თელავის აეროპორტში მშენებლობა იგეგმება ასევე განხორციელდება ვაზიანის სრულიად ახალი აეროპორტის ტექნიკურ ეკონომიკური კვლევა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
სხვა სიახლეები
სსფ-ს პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც საქართველოს მთავრობას გააჩნია - ვახტანგ ცინცაძე
16.04.2026.15:05
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2026-2031 წლებში საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ.
მისი თქმით, სსფ-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, ქვეყანა 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპით მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკური მიმოხილვის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა. სავალუტო ფონდის შეფასებით 2021-2025 წლებში, პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო და ქვეყანა მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზეა. აღნიშნული შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, მიმდინარე ტენდენცია აისახა იმ პროგნოზებშიც, რომლებსაც 2026-2031 წლებისთვის სსფ აქვეყნებს. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდშიც საქართველო ეკონომიკური ზრდის კუთხით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა იქნება, კერძოდ, ევროკავშირის წევრობის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.6-ჯერ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამ ქვეყნების საშუალო მონაცემი.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ შესაძლოა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გადააჭარბოს.
„ჩვენი მოლოდინით, რეალური ეკონომიკური ზრდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ნავარაუდევ მაჩვენებელზე მაღალი იქნება. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მონაცემები მოგვიანებით ზრდის მიმართულებით გადაიხედა. ამის საფუძველს ის ამბიციური რეფორმები და ინფრასტრუქტურული პროექტები იძლევა, რომელთა განხორციელებასაც საქართველო გეგმავს. არსებული პროგნოზით, ეკონომიკური ზრდა გაცილებით მაღალ ნიშნულს მიაღწევს. საბოლოო ჯამში, აღნიშნული პროცესები ხელს შეუწყობს როგორც განვითარების მაღალი ტემპის შენარჩუნებას, ისე ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობისა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.