5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში მობილური ტელეფონები შემოდის
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მობილური ტელეფონების იმპორტი ღირებულებით ნაწილში გაიზარდა, ხოლო წონის მხრივ შემცირდა.
როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში 64.83 ტონა მობილური ტელეფონები (სატელეფონო აპარატები ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის) შემოვიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 69.15 ტონა, შესაბამისად კლება 6%-ის დონეზეა.
სამ თვეში საქართველოში 66,284.50 ათასი დოლარის მობილური ტელეფონების იმპორტი დაფიქსირდა, რაც 50%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებზე, როდესაც ქვეყანაში 44,233.31 ათასი დოლარის მობილური ტელეფონების იმპორტი დაფიქსირდა.
2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში მობილური ტელეფონების ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროებია, საიდანაც იანვარ-მარტში 43.09 ტონა 36,333.65 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები შემოვიდა.
შესაბამისად, იანვარ-მარტში იმპორტირებული მობილური ტელეფონების 66%-ი წონის, ხოლო 55%-ი ღირებულების მხრივ სწორედ არაბეთის გაერთიანებული საამიროებზე მოდის.
არაბეთის გაერთიანებული საამიროების შემდეგ მობილური ტელეფონების იმპორტის კუთხით ლიდერია ჩეხეთი, საიდანაც საქართველოში 15,296.09 ათასი დოლარის მობილური ტელეფონები შემოვიდა.
შემდეგ მოდიან ვიეტნამი 8,687.44 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონებით და ჰონგ კონგი - 2,380.28 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონების იმპორტით.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა ინდოეთი, საიდანაც ქვეყანამ 2,361.25 ათასი დოლარის მობილური ტელეფონების შემოიტანა.
2023 წლის იანვარ-მარტში მობილური ტელეფონები საქართველოში სულ 19 ქვეყნიდან შემოვიდა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.08.2025.19:00
საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.
საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს:
ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა.