მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.8
-0.0132
flag
AZN 1.5752
-0.0006
flag
CNY 38.782
-0.0016
flag
EUR 3.1692
-0.0032
flag
GBP 3.6351
-0.0077
flag
KZT 54.69
0.0009
flag
TRY 0.0612
-0.0001
flag
USD 2.6778
-0.0011

30-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, მათი ფინანსური სტაბილურობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნულმა შესწავლამ ექვსი პრობლემა გამოავლინა - შოთა ბერეკაშვილი

news image

30-ზე მეტი კომპანია შევისწავლეთ, შევისწავლეთ მათი როგორც საწარმოო, ასევე საოპერაციო ხარჯები, მათი ფინანსური სტაბილურობა, - განაცხადა  სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში აღნიშნულმა შესწავლამ ექვსი პრობლემა გამოავლინა. 

„რამდენიმეს გამოვყოფდი მათ შორის. პირველი ის, რომ წარმოების დიდი ნაწილი დამოკიდებულია იმპორტულ ნედლეულზე, რაც თავის თავად იმპორტის ინფლაციის რისკებს ქმნის. მეორე ჩვენ რაც დავინახეთ, საოპერაციო ხარჯების ნაწილში მნიშვნელოვანი ზრდა არის. განსაკუთრებით ზრდა არის გაყიდვების და რეალიზაციის ხარჯებში, რაც პირდაპირ არის მიბმული ქსელურ მაღაზიებთან ურთიერთობებში. ეს იმას ნიშნავს, რომ მწარმოებელს განსაკუთრებით ძვირი უჯდება საკუთარი პროდუქტის რეალიზაცია. ასევე დავინახეთ, რომ რიგ შემთხვევებში დეფიციტია სამუშაო კაპიტალის და მწარმოებლებს უხდებათ დამატებითი საკრედიტო რესურსების აღება, რაც თავის მხრივ აძვირებს კაპიტალს, რადგანაც საკრედიტო რესურსი 15-16 პროცენტი უჯდებათ და ეს ყოველივე აისახება საბოლოო ჯამში სამომხმარებლო ფასებზე. 

ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემები დავინახეთ ნაშთების მართვასა და დანაკარგებში“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, მაგრამ, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია და გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, „მოდერნ თრეიდმა“ გააკოტრა - „ბარამბოს“ კომერციული დირექტორი ჯანო კუცია

19.02.2026.16:34

ათი წლის წინ, ვმუშაობდით დაახლოებით 13 000 ობიექტში, დღეს, უმრავლესობა ჩვენგანი, ვმუშაობთ 3 000 ობიექტში, რატომ? - დიდმა ქსელმა მოგვთხოვა „ქეშბექი“ დიდი გაყიდვების სანაცვლოდ. ჩვენ მივეცით ეს „ქეშბექი“, რაც ამ ქსელებმა ასახეს ფასებზე, ძალიან გააიაფეს პროდუქტი და ტრადიციული მაღაზიები, რომლებსაც არ ჰქონდათ ამხელა „ქეშბექები“, კონკურენტუუნარონი გახდნენ, ანუ, ამოვარდნენ ამ სტრატეგიიდან, არავინ დაიცვა, - განაცხადა კომპანია „ბარამბოს“ კომერციულმა დირექტორმა, ჯანო კუციამ, საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი თქმით, კომპანიის ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს ქსელებს, ვინაიდან, პატარა მარკეტები, კონკურენციის პირობებში ძირითადად, გაკოტრდნენ.

„რიგ შემთხვევაში, თვითონ მივიდნენ იმ მაღაზიაში, რომ აიღოთ ეს იაფი პროდუქტი, დაილაგეს დახლებზე, მაგრამ, რამდენ ხანს გააკეთებდნენ? როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ FMSG სექტორში, 40 პროცენტი უჭირავს მარტო ქსელურ მარკეტებს და 60 - ტრადიციულს, აქვე არის შეცდომა. ალბათ, აქ არის ჩასახედი, რატომ არის ქსელური მარკეტების 40% დღეს წილი? საგრძნობლად მეტია, ჩვენი ბრუნვის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს დღეს ქსელებს - 95%-ზე მეტი. სხვაგან სად გავყიდო, მოკვდა ის პატარა [მარკეტი]. ჩემთვის, კომერციულად საინტერესოა, პატარა მარკეტში შევიდე, იმიტომ, რომ უფრო იაფი მიჯდება მათთან მომსახურება, აღარ არის, შევიტანე, დავტოვე პროდუქცია - გაკოტრდა, იმიტომ, რომ გვერდზე, მოდერნ თრეიდმა გააკოტრა. ამ მოცემულობით, ნებისმიერი უბანი რომ ავიღოთ, 10 მაღაზიიდან, 4 უნდა იყოს ქსელი და 6 - ტრადიციული. რომელია ასეთი უბანი, შეგიძლიათ მითხრათ? არ არსებობს ასეთი უბანი“, - განაცხადა ჯანო კუციამ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა