მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7111.4
-0.0047
flag
AZN 1.6102
-0.0014
flag
CNY 37.998
-0.0042
flag
EUR 3.0924
-0.0166
flag
GBP 3.6682
-0.009
flag
KZT 54.05
0.0036
flag
TRY 0.0704
-0.0002
flag
USD 2.7383
-0.0014

25 წლის წინ WTO-ში გაწევრიანებით ჩვენ ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა - გენადი არველაძე

news image

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შტაბბინაში საქართველოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა

ღონისძიება გაიმართა ჟენევაში გაერთიანებული ერების განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით და მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ნგოზი ოკონჯო - ივეალა დაესწრო.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.  

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ღონისძიების მონაწილეებს საქართველოს WTO-ში გაწევრიანების 25-ე წლისთავი მოულოცა. მან მადლობა გადაუხადა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სამდივნოს გაწეული მხარდაჭერისთვის. „დღეს საქართველო ამაყობს, რომ აღიარებულია როგორც სანდო სავაჭრო პარტნიორი, ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების ლიდერი და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის ერთგული წევრი. WTO-მ ცენტრალური როლი ითამაშა ამ პროგრესში ვაჭრობის სტაბილური საფუძვლის უზრუნველყოფით და დიალოგის, რეფორმებისა და თანამშრომლობის წახალისებით,"- განაცხადა გენადი არველაძემ

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ WTO გლობალური ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლევა, საქართველო აგრძელებს პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების გაფორმებას რეგიონის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ბაზრებთან. მისი თქმით, საქართველოს აქვს მრავალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რომელიც მოიცავს 2,3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ხარისხიან ბაზრებს და უზრუნველყოფს ქართული კერძო სექტორისთვის ბაზარზე გაზრდილ ხელმისაწვდომობას.

გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო აქტიურად მონაწილეობდა WTO-ს ინიციატივებში, რომლებიც მიზნად ისახავდა მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის გაძლიერებას. მისი თქმით, 25 წლის წინ WTO-ში გაწევრიანებით საქართველომ გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციისკენ. „ეს იყო პირობა, რომ ჩვენი პოლიტიკა შეესაბამებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, ხელს შევუწყობდით გამჭვირვალობას და აქტიურად მივიღებდით მონაწილეობას გლობალურ სავაჭრო სისტემაში. მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა. ჩვენ ავაშენეთ უფრო ღია, მდგრადი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკა. შევქმენით სავაჭრო ჩარჩო, რომელიც პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის ხელსაყრელია. ჩვენი ექსპორტიორები გლობალურ ბაზრებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობით სარგებლობენ, ხოლო მომხმარებლები - მაღალი ხარისხის საქონლისა და მომსახურების ფართო არჩევანით," - აღნიშნა გენადი არველაძემ

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების დღიდან საქართველოს მიერ განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image რომელი ქვეყნებიდან ახორციელებს საქართველო ავოკადოს იმპორტს - იანვარ-აპრილის სტატისტიკა

22.05.2025.19:00

2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 19%-ით მეტი ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ოთხ თვეში საქართველომ 1,861.77 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1,562.17 ათასი დოლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოსთვის ავოკადოს ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა ნიდერლანდებია, საიდანაც 4 თვეში 1,376.53 ათასი დოლარის ღირებულების 398.10 ტონა ავოკადო შემოვიდე. რაც მთლიანი ღირებულების 74%-ია.

აღნიშნული მაჩვენებლებით ირკვევა, რომ იმპორტირებული ავოკადოს საერთო ღირებულების 74%-ი ქვეყანაში სწორედ ნიდერლანდებიდან შემოვიდა.

2025 წელს ქვეყანაში ავოკადოს იმპორტი 5 ბაზრიდან დაფიქსირდა:

  • ნიდერლანდები - 1,376.53 ათასი დოლარი;
  • თურქეთი - 414.20 ათასი დოლარი;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 37.26 ათასი დოლარი;
  • ლიბანი - 33.68 ათასი დოლარი;
  • საფრანგეთი - 0.09 ათასი დოლარი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტმა წლიურ ჭრილში რეკორდულ მაჩვენებლებს 2024 წელს მიაღწია. გასულ წელს ქვეყანამ 4,451.98 ათასი დოლარის ღირებულების 1,894.91 ტონა ავოკადო იყიდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა