რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2025 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 1ნ1%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში: ჯანმრთელობის დაცვა (8,9%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7,2%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (5,8%), განათლება (5,3%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (4,3%), დასვენება, გართობა და კულტურა (2,2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (1,4%), ტრანსპორტი (1,0%), ხოლო სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (6,5%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: კავშირგაბმულობა (-12,1%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-2,1%), ტრანსპორტი (-0,4%),
რაც შეეხება 2025 წლის მარტის მონაცემების შედარებას თებერვლის მაჩვენებლებთან სტატისტიკა ასე გამოიყურება:
თვიურ ჭრილში HICP-ი გაიზარდა შემდეგ კატეგორიაში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (2,9%), ჯანმრთელობის დაცვა (1,7%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (1,3%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (0,7%), დასვენება, გართობა და კულტურა (0,0%), სხვადასხვა საქონელი და მომსახურება (0,3%).
თვიურად HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-0,5%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (-0,4%), კავშირგაბმულობა (-0,2%), განათლება (-0,2%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-0,1%), ტრანსპორტი (-0,1%),
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
09.05.2025.23:40
ერთობლივი მუშაობის შედეგად საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან ახალი მიმართულებები დავამატეთ, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა. ლევან მოსეშვილმა მიმდინარე წლის სანავიგაციო სეზონზე უკვე განხორციელებულ სიახლეებზე ისაუბრა და თქვა, რომ მოლოდინებია, რომ ქართულ ავიაბაზარს ახალი კომპანიები კიდევ დაემატებიან.
„ერთობლივი მუშაობის შედეგად ახალი მიმართულებები დავამატეთ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებიდან. 4 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მოლაპარაკებები მიდიოდა ავიაკომპანია Air Serbia-სთან, რომ პირდაპირი ფრენები განხორციელებულიყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბელგრადის მიმართულებით. მოლაპარაკებების ბოლო ეტაპზე აქტიურად ჩართული იყო თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia და ერთობლივად ჩვენ შევძელით, ეს მოლაპარაკება შედგა და 15 ივნისიდან კიდევ ერთი ავიაკომპანია დაიწყებს საქართველოს ავიაბაზაზე ოპერირებას. ასევე ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 3 ივნისიდან პირდაპირი ფრენები იწყება ლიონის მიმართულებით, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის ქომაგებისთვის. იცით, რომ ლიონში ჩვენი ნაკრების ბომბარდირი - გიორგი მიქაუტაძე თამაშობს, ასევე გვერდით მდებარეობს სენტ ეტიენის, რომლის კლუბშიც ჩვენი ნაკრების მეორე სასახელო ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი მოღვაწეობს წარმატებით. ასე, რომ ქართველ და არამარტო ფეხბურთის გულშემატკივრებს, შეუძლიათ უკვე მოემზადონ და დაჯავშნონ ბილეთები.
მინდა აღვნიშნო ქართული ავიაკომპანია Georgian Airways, რომელმაც პირდაპირი გზით ჩვენი დედაქალაქი იტალიის დედაქალაქთან დააკავშირა. ის ასევე, კვირაში ერთი სიხშირით, დაფრინავს იტალიის საკურორტო ქალაქ ფორლიში.
სიახლეებია აზიური ავიაკომპანიების მიმართულებითაც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უზბეკურმა ავიაკომპანია Fly Khiva-მ დაიწყო ოპერირება ტაშკენტის მიმართულებით და ყაზახური Air Asta იფრენს ატირაუს მიმართულებით.
გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ ახალი კომპანიები შემოვლენ საქართველოს ავიაბაზარზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ის პრობლემები, რაც წლების განმავლობაში დაგროვილი იყო და ავიაკომპანიებისგან შემოდიოდა საჩივრები, რომ ხდებოდა რიგ შემთხვევებში ავიაკომპანიების დაყოვნება აეროპორტებში. ეს ძირითადად იყო ე.წ. „ინატ მგზავრების“ გამო. ესენი არიან ის მგზავრები, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება საზღვრის კვეთის. ამის გამო რეისები ყოვნდებოდა ხოლმე. ჩვენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წინა კვირას გვქონდა ერთობლივი შეხვედრა შსს-სთან და ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღეთ გადაწყვეტილება და მინდა აღვნიშნო პოზიტივი, რომ გასული კვირის განმავლობაში და მიმდინარე კვირაში აღარ დაფიქსირებულა ფრენების შეყოვნება. თვითონ მგზავრებიც კმაყოფილები არიან და ჩვენც ერთობლივი ძალისხმევით ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევინარჩუნოთ ეს პოზიტივი“, - განაცხადა ლევან მოსეშვილმა.