2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში - პრემიერი
თბილისის ახალი აეროპორტი ოპერირების დაწყებას 2031 წლიდან სეძლებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ვაზიანში აეროპორტის გადატანა 2031 წელს მოხდება.
„აეროპორტების ნაწილშიც დაწყებული გაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. როგორც მოგეხსენებათ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ვაზიანში თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. თუ დღევანდელი, მოქმედი აეროპორტი გათვლილია 4 მლნ მგზავრზე ახალი აეროპორტი მინიმუმ 18 მლნ მგზავრზე იქნება გათვლილი. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. წელს დავიწყებთ პარტნიორის შერჩევის პროპცედურას და მომავალ წელს უკვე გვეყოლება პარტნიორი კომპანია. 2031 წელს უკვე ჩვენ შევძლებთ აეროპორტის გადატანას ვაზიანში. ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის გაძლიერებას. მნიშვნელოვანია ამ პროექტის დროული დასრულება“- განაცხადა კობახიძემ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:11
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრამდე გაიზრდება. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტში 350 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
„რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დღეს 2 მლნ მგზავრის გატარება შეუძლია. ჩვენი მიზანია, რომ 5 მლნ-მდე ავწიოთ ეს მაჩვენებელი. ეს არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ხორციელდება.ინვესტიციაც არის უმსხვილესი - 350 მლნ ლარს მოიცავს. დავიწყეთ სრულიად ახალი 3.5 კმ-იანი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა. 11-დან 17-მდე გაიზრდება ხომალდების სადგომების რაოდენობა. შევძლებთ უფრო დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. წელს დაიწყება სრულიად ახალი სამგზავრო ტერმინალზე მუშაობს“, - განაცხადა პრემიერმა.