მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7102.5
-0.0085
flag
AZN 1.6022
-0.0009
flag
CNY 38.248
-0.0035
flag
EUR 3.1967
-0.0067
flag
GBP 3.6649
-0.011
flag
KZT 49.73
-0.0011
flag
TRY 0.0653
-0.0002
flag
USD 2.7238
-0.0025

2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეუძლია თითქმის სრულად აითვისოს შუა დერეფნის პოტენციალი - TBC Capital

news image

ჩვენი შეფასებით, 2030 წლისთვის შუა დერეფნის ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებას შეუძლია თითქმის სრულად აითვისოს შუა დერეფნის პოტენციალი, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

თიბისი კაპიტალში განმარტავენ, რომ 2015 წლიდან საქართველოს სატრანსპორტო სექტორის ტვირთბრუნვა მზარდი იყო, თუმცა, გარკვეული რყევებით გამოირჩეოდა. 2025–2028 წლებში საქართველოს ტვირთბრუნვა სტაბილური, 5.5%-იანი, ზრდის ტემპით (CAGR) გაიზრდება.

„შუა დერეფანი საქართველოს გავლით ევროპისა და ცენტრალური აზიის ბაზრებს აკავშირებს და საქართველოს სატრანზიტო მოთხოვნის მეოთხედს უზრუნველყოფს.

მოკლევადიან პერიოდში ტვირთის ნაკადების გადამისამართება ზანგეზურის დერეფანზე ნაკლებად სავარაუდოა“, - მიაჩნიათ თიბისი კაპიტალში.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ურთიერთობები

07.10.2025.13:00

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ექსპორტი შემცირებულია, ხოლო ექსპორტი გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ გაერთიანებული სამეფოდან 461 477.2 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 94 656.7 ათასი დოლარის. ეს იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული სამეფოდან იმპორტი 387.5%-იან ზრდას აჩვენებს. 

მიმდინარე სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოდან ნომერ პირველი პროდუქტი, რომელიც ქვეყანამ ყველაზე დიდი ღირებულებით იყიდა სურათებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოდან ყიდულობს:

  • სურათები, ნახატები და პასტელები, ხელით შესრულებული - 313 060.8 ათასი დოლარი;
  • მსუბუქი ავტომობილები - 42 457.5 ათასი დოლარი;
  • საფრენი აპარატები სხვა - 23 801.1 ათასი დოლარი;
  • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 15 337.2 ათასი დოლარი;
  • ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 7 129.9 ათასი დოლარი;

რაც შეეხება გაერთიანებული სამეფოში ექსპორტს, 4,4აქ %-იანი კლებაა. 2025 წლის რვა თვეში საქართველომ გაერთიანებულ სამეფოში 9 919.5 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 10 377.5 ათასი დოლარის. 

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო გაერთიანებული სამეფოში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 4 819.1 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 995.1 ათასი დოლარი;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 957.8 ათასი დოლარი;
  • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 741.2 ათასი დოლარი;
  • მანგანუმის ოქსიდები - 522.0 ათასი დოლარი;
  •  

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა