მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.8
-0.0057
flag
AZN 1.5858
-0.003
flag
CNY 37.568
-0.0058
flag
EUR 3.1507
-0.0046
flag
GBP 3.6525
-0.0082
flag
KZT 50.02
0.0016
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.6968
-0.0042

2028 წელს ანაკლიაში მივიღებთ პირველ გემებს და პორტში პირველი ტვირთი შევა - ლევან დავითაშვილი

news image

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანაკლიის პორტის მშენებლობის მიმდინარეობაზე გააკეთა კომენტარი. როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. მისი თქმით, საერთაშორისო ავტორიტეტულ საინჟინრო საპროექტო კომპანია Royal Haskoning DHV – სთან ერთად, რომელიც სამშენებლო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორია, მოხდა საპროექტო პირობების და დეტალების დაზუსტება, შედეგად, პროექტი უფრო მეტად კონკურენტუნარიანი და განხორციელებისას  უფრო ეფექტიანი იქნება.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ანაკლიაში, სამშენებლო ტერიტორიაზე მიმდინარეობს ინერტული მასალის მობილიზება, ასევე მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები, რომელიც მნიშვნელოვანია პორტის მშენებლობისთვის. მისი თქმით, თვის ბოლომდე დანიაში  დაგეგმილია ტალღების ზემოქმედების კვლევის ჩატარება, რომლის  შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიეწოდება. „სამშენებლო სამუშაოები გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, უფრო სწრაფადაც განხორციელდეს,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

„ინვესტორის შერჩევის პროცესში გვაქვს პროგრესი. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება მნიშვნელოვან საკითხებზე, ჯერჯერობით, ვერ მოგაწვდით ამაზე მეტ ინფორმაციას. მოხდება კონსორციუმის გაძლიერება - მისი შემადგენლობა უფრო სოლიდური იქნება, რაც ამ პროექტს გაამყარებს. მეტ ინფორმაციას თებერვალში მოგაწვდით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მთავრობამ პრეტენდენტთან წინადადების დაზუსტების მორიგ თარიღად 2025 წლის აპრილი განსაზღვრა. „მოლაპარაკების დროს პრეტენდენტის მხრიდან ბევრი საკითხი დაისვა. ჩვენ პასუხი გავეცით და მოვითხოვეთ დაზუსტებები. ეს არის სამუშაო პროცესი და დროში პროექტის განხორციელებას არ შეცვლის. 2028 წელს ჩვენ მივიღებთ პირველ გემებს და ანაკლიის პორტში პირველი ტვირთი შევა,“ - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ლუდის ექსპორტი 26%-ითაა გაზრდილი

18.08.2025.19:00

საქართველოდან ლუდის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანამ ექსპორტზე 3 670.4 ათასი დოლარის ღირებულების 3 139 555 ლიტრი ლუდი გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 483 426 ლიტრს შეადგენდა. შესაბამისად მიმდინარე წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით ლუდის ექსპორტი წლიურად 26,4%-იაა გაზრდილი.

საქართველოში ჩამოსხმული ლედისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი ყაზახეთია. სწორედ ყაზახეთზე მოდის საქართველოდან ექსპორტირებული ლუდის 32%-ი.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ლუდის ექსპორტს ახდენს: 

  • ყაზახეთი - 1 014 900 ლიტრი;
  • რუსეთი - 444 182 ლიტრი;
  • სომხეთი - 443 407 ლიტრი;
  • ისრაელი - 253 345 ლიტრი;
  • აზერბაიჯანი - 173 552 ლიტრი;

ბოლო წლებში საქართველოდან ლუდის ექსპორტი მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ საექსპორტო ბაზრებზე სულ 5 875 035 ათასი დოლარის ღირებულების 7 048.4 ლიტრი ლუდი გაყიდა. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა