2026 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილება
2026 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს განიხილება. დეპუტატები, 2026-2029 წლებში ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების საბოლოო ვარიანტებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად განიხილავენ.
2026 წლის ბიუჯეტი 3 მილიარდითაა გაზრდილი. პრიორიტეტული მიმართულებებია - სოციალური, განათლების, კულტურისა და სპორტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულება, ინფრასტრუქტურა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა და სხვა.
2026 წლის ბიუჯეტის ფარგლებში გაიზრდება პენსიები, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებიც. სახელმწიფო ბიუჯეტის დოკუმენტის საბოლოო ვერსიას პარლამენტი მიმდინარე თვეში დაამტკიცებს.
სხვა სიახლეები
ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს - ეკონომიკის სამინისტრო
08.12.2025.13:59
აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდებული ინფორმაციის თაობაზე, თითქოს აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს.
“მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს.
საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი” - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.