მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7082.6
0.0029
flag
AZN 1.5956
-0.0002
flag
CNY 38.078
-0.0016
flag
EUR 3.1517
-0.0033
flag
GBP 3.6291
-0.0131
flag
KZT 50.11
-0.0011
flag
TRY 0.065
0
flag
USD 2.7125
-0.0003

2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს - გიორგი კაკაურიძე

news image

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტი ეფუძნება ქვეყნის მიმდინარე ეკონომიკურ ტენდენციებსა და მთავარ პრიორიტეტებს, რომლებიც მიმართულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური მხარდაჭერის, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებისკენ.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, 2026 წლის ბიუჯეტში რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,0%-ის ოდენობით. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები გააცნო და აღნიშნა, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს.

გიორგი კაკაურიძემ ცალკეული სამინისტროების დაფინანსებაზე ისაუბრა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე და აღნიშნა, რომ სამინისტროს დაფინანსება 855 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 77 მილიონი ლარი, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის - 83 მილიონი ლარი, ერთიანი აგროპროექტისთვის გათვალისწინებულია 317 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის - 144 მილიონი ლარი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვაც წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, 2025 წელსაც, ისევე როგორც პანდემიის შემდგომ პერიოდში, საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციები იყო.

სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტს მხარი დაუჭირეს.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნავთობპროდუქტების უმსხვილესი იმპორტიორები - ვინ არიან მფლობელები

09.10.2025.17:00

საქსტატის მიერ Business Insider Georgia-სთვის ოფიციალური წერილის საფუძველზე მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ბრუნვის მიხედვით შემდეგი TOP - 5 ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანია გამოიკვეთა:

  • შპს ლუკოილ-ჯორჯია
  • შპს რომპეტროლ საქართველო
  • სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია
  • შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი

(იმპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.)

ვინ არიან მფლობელები: 

შპს ლუკოილ-ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 28/02/2002. დღეისათვის ლუკოილ-ჯორჯიას 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება LUKOIL INTERNATIONAL GMBH, FN 134399X /ავსტრია/. კომპანიის დირექტორია რომან პეტრაშოვი.

შპს რომპეტროლ საქართველო - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 05/12/2005. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ქეიემჯი ინტერნეიშნალ ენ.ვი. /ნიდერლანდები/. დირექტორთა საბჭოს     თავმჯდომარე - ერიკ საგიევი, წევრი - აბი ზივსი, წევრი- ადრიან ტოჰანეან. ფინანსური დირექტორი - კურმანგაზი ტურლიკოვი, გენერალური დირექტორი - ნურჟან ტაშიმოვ.

სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 11/04/2000. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა სამსონ ფხაკაძე, წევრი: ნუგზარ აბრამიშვილი, წევრი: ლევან ფხაკაძე. კომპანიის გენერალური დირექტორია ვასილი ხორავა.

შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 26/11/2010. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია Energy Investment Venture Holdings /აშშ/.  სან პეტროლიუმ ჯორჯიას დირექტორია ქრეიგ სთივენ ქრამერი /აშშ/.

შპს სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი - კომპანიის რეგისტრაციის თარიღია 22/09/2006. მისი 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სოკარ ენერჯი ჯორჯია. დირექტორი - ნოდარ ყანჩაველი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა