მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

2026 წლის ბოლოსთვის მშრალი საწყობების მიწოდების 33%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი - Galt & Taggart

news image

ბოლო წლებში საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც განპირობებული იყო სწრაფი ეკონომიკური ზრდითა და ადგილობრივი/საგარეო ვაჭრობის გააქტიურებით. აღნიშნული ესახებ საუბარია Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ კვლევაში „საწყობები და ლოგისტიკა თბილისში“. 

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, მოთზოვნის ზრდა იჯარის ფასების ზრდაშიც აისახა.

„ამის პარალელურად დაჩქარდა მიწოდებაც. თუმცა, თბილისში თანამედროვე საწყობების მიწოდება კვლავ შეზღუდულია და ჩვენი შეფასებით სექტორი ამ მიმართულებით შემდეგი 7-8 წლის განმავლობაში განვითარდება.

ამჟამად თბილისში საწყობების მიწოდება არის 920 ათასი კვ. მეტრი. აქედან, 94% არის მშრალი საწყობები, ხოლო დანარჩენი 6% სამაცივრე მეურნეობები. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი საწყობების მიწოდება 2024 წელს 2020 წელთან შედარებით 30%-ით არის გაზრდილი, არსებული საწყობების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროინდელი შენობები ან ძალიან დაბალი ხარისხის საწყობებია, რომლებიც მოთხოვნის კრიტერიუმებს ძირითადად არ შეესაბამება. მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და დაანონსებული პროექტების გათვალისწინებით, 2026 წლის ბოლოსთვის მშრალი საწყობების მიწოდების 33%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი, საიდანაც უდიდესი ნაწილი მაღალი ხარისხის საწყობებია“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.

ირკვევა, რომ კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 40 მსხვილი კომპანია, რომლებიც თბილისის ბაზარზე საწყობებზე მოთხოვნის 38%-ს ქმნიან. შედეგებმა აჩვენა, რომ მომდევნო სამ წელში საწყობებზე მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნდება. ამასთან, გამოკითხული კომპანიების უმეტესობა ამ საჭიროებას საკუთარი საწყობების აშენებით დააკმაყოფილებს.

„საწყობებზე გაზრდილი მოთხოვნისა და საოპერაციო ხარჯების მატების ფონზე გაიზარდა იჯარის ფასებიც. 2024 წელს, თბილისში ახალ კონტრაქტებში მშრალი საწყობების საშუალო იჯარა კვადრატულ მეტრზე, გადასახადების გარეშე, $5-6 ფარგლებში მერყეობდა, რაც წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, საწყობის ხარისხის და დანიშნულების გათვალისწინებით იჯარის ვარიაცია მაღალია. მოკლევადიან პერიოდში ფასების არსებულ ნიშნულზე დასტაბილურებაა მოსალოდნელი. თუმცა, საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ფასების დინამიკაზე იმოქმედებს მოთხოვნა/მიწოდების ბალანსი, საოპერაციო ხარჯების დინამიკა და სექტორის რეგულაციები“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.

საქართველოში ლოგისტიკის ინდუსტრია განსხვავებული მიმართულებით ვითარდება ევროპულ ანალოგებთან შედარებით. კერძოდ, სასაწყობე და ლოგისტიკური სერვისების აუთსორსინგი ნაკლებად არის გავრცელებული და კომპანიების უმეტესობა ლოგისტიკურ პროცესებს თავისით მართავს. ეს ტენდენცია მაშინ გაჩნდა, როდესაც კომპანიები გაფართოებას იწყებდნენ, თუმცა დიდი და თანამედროვე საწყობების შეზღუდული მიწოდების გამო, იძულებულნი გახდნენ საკუთარი ობიექტები აეშენებინათ. დროთა განმავლობაში, მათ ლოგისტიკის მართვაში საჭირო გამოცდილება და კვალიფიკაცია ჩამოუყალიბდათ, რის შედეგადაც დღეს ისინი ამ პროცესის შიდა მართვას ამჯობინებენ. განვითარებულ ქვეყნებში ამ ფუნქციას ძირითადად 3PL (Third-Party Logistics) პროვაიდერები ახორციელებენ. ეს კომპანიებს საშუალებას აძლევს, სრულად კონცენტრირდნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე და არ ჩაერთონ ლოგისტიკის მართვაში. გალტ & თაგარტის გამოკითხვის მიხედვით, ადგილობრივი კომპანიებისგან 3PL სერვისებზე გადასვლის მზაობა არ იკვეთება საშუალოვადიან პერიოდში. ამჟამად საქართველოში ამ სერვისებით ძირითადად საერთაშორისო კომპანიები სარგებლობენ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელი ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხუროთ - შოთა ბერეკაშვილი

09.05.2025.15:00

ჩვენი მიზანია, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს, ან ორნიშნა ეკონომიკური ზრდით დავხუროთ, - ამის შესახებ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკის დინამიური ზრდა გაგრძელდება,

„პირველი კვარტლის მონაცემები ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. საერთო ჯამში პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9,3%-ით გაიზარდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებით, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, სსფ, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მათი საშუალო მოლოდინები 6%-ს შეადგენს. თუმცა პირველ კვარტალში ჩვენ ამ მოლოდინებს გადავაჭარბეთ და უკეთესი შედეგი დავდეთ. მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა დინამიურად ვითარდება, შიდა ეკონომიკური სტრუქტურა ძალიან ჯანსაღია. არსებობს უფრო მეტი რეზერვები იმისთვის, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო განვითარდეს, როგორც ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე საკრედიტო რესურსის თვალსაზრისით. და ის ფაქტი, რომ სებ-მა 8%-ზე დატოვა საპროცენტო განაკვეთი მიუთითებს, რომ ის დინამიური ზრდა ეკონომიკის გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ჩვენი მიზანი არის, რომ 2025 წელი ორნიშნა რიცხვთან ახლოს ან ორნიშნა რიცხვით დავხუროთ“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სებ-მა რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წლის პროგნოზს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა.

„საქართველოში, ფასების სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად, კვლავ ძლიერია ეკონომიკური აქტივობა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდამ, საშუალოდ 9.3 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულს დიდწილად ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებები განაპირობებს, რაც მშპ-ის ზრდაში პროდუქტიული სექტორების კვლავ მაღალი წვლილით დასტურდება. თუმცა ამასთან, ძლიერი შიდა მოთხოვნაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობია. ეს კი მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას საყურადღებო ფაქტორად ტოვებს.

გლობალურად გაზრდილი გაურკვევლობის, ადგილობრივი ტენდენციებისა და ფინანსურ ბაზარზე არსებული მოლოდინების გათვალისწინებით შემუშავებული სებ-ის ცენტრალური სცენარის მიხედვით, 2025 წელს ინფლაცია დროებით გადააჭარბებს მიზნობრივ მაჩვენებელს და საშუალოვადიან პერიოდში 3 პროცენტის გარშემო დასტაბილურდება. ეკონომიკაში ფუნდამენტური ფაქტორების შედარებით ნელი ნორმალიზებისა და მიმდინარე ძლიერი ეკონომიკური ზრდის საფუძველზე, ცენტრალურ სცენარში, წინა სცენართან შედარებით, რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 5-დან 6.7 პროცენტამდე გადაიხედა. გრძელვადიან პერიოდში კი, მოსალოდნელია მისი პოტენციური დონის, 5 პროცენტის, ფარგლებში დასტაბილურება.

მზარდი გაურკვევლობის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, იმსჯელა მაღალინფლაციური რისკების სცენარზეც, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. მაღალინფლაციური სცენარი ძირითადად ითვალისწინებს საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო დროს მომატებულ გაურკვევლობას, რომელიც სატარიფო პოლიტიკისა და ეკონომიკური ფრაგმენტაციის დაჩქარებას უკავშირდება. აღნიშნული რისკების რეალიზაცია, თავის მხრივ, მიწოდების ჯაჭვებს შეაფერხებს და გლობალურად მაღალინფლაციურ გარემოს ჩამოაყალიბებს, რაც საქართველოზეც შესაბამისად აისახება.

მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკების სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. გლობალურად გაზრდილმა გაურკვევლობამ და სატარიფო პოლიტიკამ, შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბით ვაჭრობის დივერსიფიკაციის პროცესი დააჩქაროს, რის შედეგადაც მოსალოდნელია მიწოდების ჯაჭვების გადაწყობა და რეგიონალიზაცია. ამ პროცესში კი საქართველოს, როგორც „შუა დერეფნის“ ქვეყნის, როლი დამატებით გაძლიერდება. ამასთან, აღნიშნული სცენარით აშშ დოლარი კვლავ გლობალურად შესუსტებული დარჩება და ამ ტენდენციების ფონზე გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი, იმპორტული ინფლაციის არხით, მთლიან ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს“, - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა