2026 წლის ბიუჯეტი განვითარებაზეა ორიენტირებული - პაატა კვიჟინაძე
როგორც პაატა კვიჟინაძემ განმარტა, დღეს კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას მართავს, რის შემდეგაც პარლამენტის რეკომენდაციებით და შენიშვნებით ბიუჯეტის პროექტი მთავრობას უკან დაუბრუნდება.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ხარჯვითი ნაწილის მატების მიუხედავად, ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის რჩება ნორმის ფარგლებში და ერთ-ერთი საუკეთესოა რეგიონსა და ევროპაში, როგორც ეს იყო წინა წლებში, რაც მისასალმებელია.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტთან დაკავშირებით შემაჯამებელ სხდომას მართავს.
სხვა სიახლეები
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს
10.03.2026.17:49
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.
ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.