2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება - სემეკის თავმჯდომარე
2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ 2026 წლის გეგმებზე დასმული კითხვის პასუხად განაცხადა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ აღნიშნა, ახალი ლიცენზია ნიშნავს გაზრდილ გენერაციას.
„2026 წელს მარეგულირებელი კომისია რამდენიმე ახალ ობიექტზე გასცემს წარმოების ლიცენზიას და შეგვემატება ახალი გენერაციის ობიექტები ქვეყანაში. 2025 წელს ჩვენ ორ საშუალო ჰესზე გავეცით ასეთი ლიცენზია — 50 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მტკვარი ჰესი და 44.5 მეგავატი ხობი-2 ჰესი. რამდენიმე მცირე ჰიდროსადგური ასევე შევიდა ექსპლუატაციაში.
2026 წელს ველოდები, რომ დადგმული სიმძლავრეები უფრო მეტად გაიზრდება და მეტი ლიცენზიის გაცემა მოხდება“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
სხვა სიახლეები
$500 მილიონის 5-წლიანი ევროობლიგაციების გამოშვება მოხდა ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთით - კომპანია JP Morgan-ის მმართველი დირექტორი სტეფან უაილერი
29.01.2026.15:27
მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს მივულოცო კაპიტალის საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული დაბრუნება. JP Morgan, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორი ბანკები ვამაყობთ, რომ ვმონაწილეობდით ამ პროცესში და ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, - აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან უაილერმა საქართველოს მთავრობის მიერ 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების რეფინანსირების შეფასებისას.
მისი თქმით, გამოშვებისას მოთხოვნა მნიშვნელოვნად აღემატებოდა მიწოდებას. ჩვენ ვიხილეთ 5.5-ჯერ მეტი მოთხოვნა 100-ზე მეტი ინვესტორისგან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით აქტიურობდნენ აშშ, დიდი ბრიტანეთი და მსოფლიოს სხვა ქვეყნები.
„დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალია არასაინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყნების მიერ დაფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთებს შორის, 2022 წლის შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ბენჩმარკია საქართველოსთვის. გულწრფელად ვულოცავ საქართველოს და ფინანსთა სამინისტროს გუნდს. უდიდესი სამუშაო ჩატარდა და მაღალი საბაზრო მერყეობის პირობებში, რთული და სწორი გადაწყვეტილებების შედეგად მიღწეულ იქნა ეს დიდებული შედეგი“, - აღნიშნა კომპანია JP Morgan-ის მმართველმა დირექტორმა სტეფან უაილერმა.