2026 წელს ტურიზმის შესავლები $5.0 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart-ის პროგნოზი
2026 წელს, ჩვენი პროგნოზით ტურიზმის შესავლები 5.0 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს, რაც გაზრდილია წინა მოსალოდნელი 4.9 მლრდ აშშ დოლარიდან. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული.
სებ-ის შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2025 წლის მე-4 კვარტალში.
„ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.7 მლრდ აშშ დოლარს (+6.0% წ/წ) გაუტოლდა, რაც მცირედით აღემატება ჩვენს წინასწარ შეფასებას“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის პუბლიკაციაში.
სხვა სიახლეები
როგორია ჩინეთ-საქართველოს მიმდინარე სავაჭრო სტატისტიკა
26.01.2026.19:00
ჩინეთში ექსპორტი 8%-იანი ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 23%-ით.
საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ჩინეთში 327 575.7 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 303 119.7 ათასი დოლარის. ექსპორტის ზრდა 8.1%-ის შეადგენს. საქართველოდან ჩინეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთში ყიდის:
რაც შეეხება ჩინეთიდან იმპორტს, ზრდა 23.1%-ია. 2025 წელს საქართველომ ჩინეთიდან 1 985 427.7 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 1 612 344.1 ათასი დოლარის. ჩინეთიდან იმპორტში ყველაზე დიდი წილი ელექტროგენერატორულ დანადგარებსა და მბრუნავ ელექტრო გარდამქმნელებზე მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ჩინეთიდან ყიდულობს: