მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7078.4
0.0009
flag
AZN 1.5923
-0.001
flag
CNY 38.019
-0.0015
flag
EUR 3.1272
0.0079
flag
GBP 3.5493
0.0047
flag
KZT 51.51
0.0001
flag
TRY 0.0641
-0.0002
flag
USD 2.7075
-0.0014

2026 წელს Grossmann თბილისში მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს

news image

2026 წელს Grossmann • გროსსმანნ თბილისში მინიმუმ 3 ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც Business Insider Georgia-სთან საუბარში Grossmann-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ განაცხადა, კომპანია 2025 წელს სამ ფილიალით დაასრულებს და გაფართოებას უკვე მომავალი წლიდან გეგმავს.

„მიმდინარე წელს ფილიალის დამატებას აღარ ვფიქრობთ - ალბათ, უფრო შემდეგი წლიდან. ეს სეზონი შედარებით პესიმისტურად გამოვიდა: ბევრი სხვადასხვა ფაქტორი იყო. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ საშუალო კომპანიებისთვის ბანკების მხრიდან დაფინანსების შეზღუდვამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა ბაზარზე კლიენტების აქტივობის კუთხით.

მე ვფიქრობ, რომ ეს ტურბულენცია აუცილებლად დალაგდება. მეტწილად არჩევნების შემდეგ არის ხოლმე ციებ-ცხელება. ვფიქრობ დალაგდება. უფრო დიდ სურათში, რომ ავიღოთ რაზეც გრძელვადაში შეიძლება ვისაუბროთ და სამშენებლო ნებართვები დიდი რაოდენობით არის გაცემული და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით დიდი ინტერესია, ვფიქრობ, რომ პოტენციალი დიდია. ეს ტურბულენცია აუცილებლად გაივლის და 2026 წლიდან მინიმუმ 3 ფილიალი უნდა დავამატოთ. ეს არის მინიმუმი. და თუ ყველაფერი კარგად იქნება და კიდევ უფრო კარგი ეკონომიკური გარემო იქნება ქვეყანაში მგონია, რომ შესაძლებელია მეტი ფილიალის დამატებაც“, - აცხადებს Grossmann-ის დამფუძნებელი. 

მისივე თქმით, Grossmann-ი ფოკუსირებულია ქსელის განვითარებაზე და შიდა მართვის სისტემების გამართვაზე და ამიტომაც რეგიონებში შესვლას ამ ეტაპზე არ განიხილავს. თუმცა კომპანიის გეგმებში დიდი ქალაქების დაფარვაა. 

„ჯერჯერობით თბილისზე ვიქნებით უფრო მეტად ფოკუსირებული. როდესაც თბილისში უკვე გვექნება 10-მდე ფილიალი, ამის შემდეგ გადავალთ რეგიონებზე. რთულია მართვა, როდესაც გუნდი ახალგაზრდა არის და გამოცდილებაც შედარებით ნაკლები აქვს, რომ დისტანციურად მართო რაღაცეები გეოგრაფიული ლოკაციებიდან გამომდინარე. ამიტომ გვინდა, რომ ჯერ თბილისში სისტემები კარგად აეწყოს და ამის შემდეგ გადავიდეთ რეგიონების ათვისებაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დიდი ქალაქებში ვიყოთ“, - აცხადებს ვახტანგ კაჭარავა.

Grossmann-ის ფორმატი დიდი მასშტაბის მაღაზიებს არ ითვალისწინებს და ძირითადად პატარა მაღაზიებზე  კონცენტრირდება. 


„ჩვენ ვთვლით, რომ დიდ კომპანიებთან, რომელთაც დიდი ფორმატის მაღაზიები აქვთ ვართ პირდაპირ კონკურენციაში, ვინაიდან ჩვენი ფორმატი განსხვავებულია. ჩვენი ფორმატი გულისხმობს იმას, რომ თქვენ როდესაც გჭირდებათ ნებისმიერი სამშენებლო თუ სარემონტო მასალა არ უნდა გიწევდეთ თქვენი ლოკაციიდან, თქვენი სახლიდან შორს წასვლა და თქვენს სახლთან ახლოს კომფორტულად უნდა შეიძინოთ  Grossmann-ში. ჩვენი ფორმატი არ ითვალისწინებს დიდი მასშტაბის, დიდი ფართობის მაღაზიების გაკეთებას - პირიქით, ბევრის და უფრო მომცრო ფართობის მქონე ობიექტებს ვარჩევთ. მთელი ხიბლი და ინტერესი რაც არის ჩადებული ამ კონცეფციაში არის ის, რომ ამ საცხოვრებელ კომპლექსებთან ახლოს ვართ, რათა მომხმარებელს მეტი კომფორტი შევუქმნათ“, - აცხადებს Grossmann-ის დამფუძნებელი. 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ლარის კურსი დოლართან გამყარდა

07.11.2025.17:04

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1272 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7075 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7075 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7089  ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1272 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1193 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა