მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.8
0.0045
flag
AZN 1.5872
-0.0003
flag
CNY 38.245
0.0004
flag
EUR 3.164
0.0058
flag
GBP 3.6084
-0.0011
flag
KZT 51.77
-0.0007
flag
TRY 0.0632
-0.0001
flag
USD 2.6985
-0.0006

2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო - ლევან მოსეშვილი

news image

საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2,182,811 მგზავრი და 9,908 რეისი დაფიქსირდა. ლევან მოსეშვილის განცხადებით, მგზავრთნაკადის კუთხით, 2025 წლის იანვარ-აპრილი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან რეკორდული იყო.

,,2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის რეკორდული იყო. ჩვენ შევძელით და იანვარ-აპრილის პერიოდში, ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში 2 მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 13 %-იან ზრდას წარმოადგენს. მგზავრთნაკადის ზრდის ფონზე მინდა გამოვყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც აპრილის თვეში მგზავრთნაკადის 49 %-იანი ზრდა გვაქვს, რაც ნამდვილად ისტორიული რეკორდია შარშანდელ აპრილთან შედარებით,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოს ავიაბაზარზე წელს, 4 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა, მათ შორის წამყვანი ბრიტანული კომპანიები.

,,ზაფხულის სეზონზე ველოდებით, რომ ოპერირებას კიდევ ერთი ევროპული კომპანია, Air Serbia დაიწყებს. ასევე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს დაემატება სრულიად ახალი - ლიონის მიმართულება, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა ჩვენი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ამ ფონზე, მოლოდინები მომდევნო თვეებში მგზავრთა ნაკადების ზრდის კუთხით, კიდევ უფრო პოზიტიური გვაქვს,“-განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image 2032 წლისთვის ₾7 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, თბილისის ახალ აეროპორტის და რკინიგზის მოძრავი შემადგელობის განახლების პროექტებში - მარიამ ქვრივიშვილი

13.12.2025.02:33

"სამინისტროში შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2032 წლისთვის დაახლოებით 7 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება სტრატეგიული ობიექტებისა და პროექტების განვითარებისთვის, რომლებიც სრულად მოემსახურება მთავარ მიზანს - საქართველომ გააძლიეროს თავისი ტრანზიტული როლი რეგიონში და გააგრძელოს, იყოს დამაკავშირებელი აზიასა და ევროპას შორის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 7 მლრდ ლარი გადანაწილდება ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში, საქართველოს რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა