2025 წლის პირველ ნახევარში 3 151.8 ტონა ატმის ექსპორტი განხორციელდა
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ექსპორტზე 24%-ით მეტი ატამი გაიტანა, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ საზღვარგარეთ 3 848.6 ათასი დოლარის ღირებულების 3 151.8 ტონა ატამი გაყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 2 537.5 ტონას შეადგენდა.
საქართველოში მოყვანილი ატმისათვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთზეა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის ატმის ექსპორტის 93%-ი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ატმის ექსპორტი 4 ბაზარზე განხორციელდა.
აღსანიშნავია, რომ ატმის ექსპორტის კუთხით რეკორდული 2021 წელი იყო, როცა ქვეყანამ საზღვარგარეთ 31 405.8 ტონა ატამი გაყიდა.
სხვა სიახლეები
07.08.2025.17:00
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ 2 682 400 ათასი დოლარის ღირებულების ავოკადო იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანაში იმპორტირებულია 982.5 ტონა ავოკადო, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 988.8 ტონა. შესაბამისად ავოკადოს ექსპორტი თითქმის 1%-იან კლებას აჩვენებს.
2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში იმპორტირებული ავოკადოს 67%-ი ნიდერლანდებზე მოდის.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ავოკადოს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ საქართველოში ავოკადოს იმპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წელს ქვეყანამ 1 894.9 ტონა ავოკადო იყიდა.