2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 11,2 მლნ დოლარის ყავა იყიდა
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 11 206 230 დოლარის ყავა იყიდა. საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-მარტში საქართველომ 11,206.23 ათასი დოლარის ღირებულების 1,688.90 ტონა ყავა იყიდა. 2024 წლის პირველ კვარტალში კი 1,853.53 ტონა. კლება 9%-ია.
2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ყავის 45%-ი ინდონეზიაზე მოდიოდა.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყავას ყიდულობს:
საქართველოში ყავის იმპორტმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს 2022 წელს მიარწია, როდესაც ქვეყანამ 7,660.00 ტონა ყავა შეიძინა.
გასულ წელს საქართველოში ყავის იმპორტმა 7,276.63 ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებლებს 4%-ით ჩამორჩება.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
30.04.2025.13:58
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაერო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მდგრად განვითარებას. შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას, უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და შევქმნათ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გვი იოპ სონიმ ყურადღება გაამახვილა ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი დიდია. გაერო მზად არის გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა გვი იოპ სონიმ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.