მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7108.3
-0.004
flag
AZN 1.585
-0.0002
flag
CNY 38.645
-0.0055
flag
EUR 3.1497
-0.0053
flag
GBP 3.6226
0.0091
flag
KZT 53.25
0.0004
flag
TRY 0.0622
0
flag
USD 2.6946
-0.0004

2025 წლის მეოთხე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები 1.5%-ით გაიზარდა - საქსტატი

news image

2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 3.3 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 59.4 პროცენტით არის გაზრდილი.

RPPI-ის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2025 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა, როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (1.3 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (2.1 პროცენტი).

2024 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 3.5 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 2.5 პროცენტით.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას - მარიამ ქვრივიშვილი

23.01.2026.16:34

დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა  სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, მთავრობა მიესალმება ასეთ ინიციატივებს.

„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ,   რომ ყველა ის, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს. 

კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება და შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების ძალიან დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე  და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია", -  განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა