2025 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის 35,1% რძის პროდუქტებზე მოდიოდა - საქსტატი
2025 წლის IV კვარტალში საქართველოში 353 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (66.9 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებული იყო ქ. თბილისში (11.6 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.8 პროცენტი), კახეთის რეგიონში (3.4 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (3.1 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (1.7 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (1.4 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.1 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (0.3 პროცენტი). აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2025 წლის IV კვარტალში მომსახურება გაეწია 375 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით 804 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1 742 კაცით განისაზღვრა.
2025 წლის IV კვარტალის განმავლობაში სამაცივრეებში შენახული (განთავსებული) იყო 97.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 26.6 პროცენტი – ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.9 პროცენტი – ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით, ქათმის ხორცის გარდა), 15.6 პროცენტი – თევზეული, 24.1 პროცენტი – ხილი და ბოსტნეული, 6.5 პროცენტი – რძის პროდუქტები და 6.3 პროცენტი – სხვა პროდუქტები.
2025 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 19.2 პროცენტს – საკუთარი წარმოების, 27.7 პროცენტს – შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული, ხოლო 53.1 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქცია შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 6.1 მილიონი ლარი შეადგინა.
2025 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულ იქნა 241.8 მილიონი ლარის ღირებულების (27.6 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 39.5 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 12.6 პროცენტი, ხოლო გაყიდვის მიზნით შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 47.9 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 35.2 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. ამავე პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის მთლიან ღირებულებაში მნიშვნელოვანი წილი რძის პროდუქტებზე (35.1 პროცენტი), პირუტყვის ხორცსა და ხორცპროდუქტებზე (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (19.7 პროცენტი), ქათმის ხორცზე (გაყინულის ჩათვლით) (15.7 პროცენტი) და თევზეულზე (8.0 პროცენტი) მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ უცხო ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 6.0 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 2.5 პროცენტს შეადგენდა. საზღვარგარეთ ძირითადად რეალიზებულ იქნა ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 59.3 პროცენტს, ნოემბერში – 57.2 პროცენტს, ხოლო დეკემბერში – 50.3 პროცენტს.
სხვა სიახლეები
საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია
16.02.2026.15:00
საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 11 822.1 ათასი დოლარის ღირებულების 15 150.0 ტონა ბრინჯი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 11 040.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით არის გაზრდილი.
საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:
საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.