2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან $108 მილიონის შემოსავალი მიიღო
2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ოქროს ექსპორტიდან 108 024.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველოდან დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი მოცულობის კუთხით კლებას, თუმცა ღირებულებით ნაწილში ზრდას აჩვენებს. ამისი მიზეზი კი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი მზარდია. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ სულ 96 158.0 ათასი დოლარის ღირებულების ოქრო გაყიდა.
2025 წლის 11 თვის სტატისტიკით ექსპორტზე 1.8 ტონა ოქრო გავიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,4 ტონა. კლება 25%-ია.
საქართველოში მოპოვებული ოქროსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა.
სხვა სიახლეები
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა
17.10.2026.21:02
ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭო დატოვა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ჩემს სახელთან დაკავშირებით გავრცელებულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინტერესი და არაერთი კითხვა გააჩინა. სწორედ ამიტომ, საჭიროდ მივიჩნიე, პირადად გამოვეხმაურო მიმდინარე მოვლენებს და საზოგადოებას ჩემი პოზიცია გავაცნო.
კატეგორიულად არ ვეთანხმები ჩემს მიმართ გავრცელებულ ბრალდებებს, თითქოს ჩემი თანამდებობრივი მდგომარეობა გამოვიყენე პირადი სამეწარმეო ინტერესების განსახორციელებლად, რომელიმე კომპანიისთვის უკანონო უპირატესობის მოსაპოვებლად ან სხვა პირების საქმიანობაზე ზემოქმედებისთვის. ამასთან, ეროვნულმა ბანკმაც არაერთხელ განმარტა, რომ საბჭოში ჩემი სტატუსი იყო არააღმასრულებელი და არ გამაჩნდა აღმასრულებელი მართვის მანდატი.
პატივს ვცემ ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და მის უფლებამოსილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანი რომ არ მიადგეს სახელმწიფოს ინტერესებსა და ეროვნული ბანკის რეპუტაციას, ვტოვებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობას“, - წერს იგი სოციალურ ქსელში.