მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7053
0.0006
flag
AZN 1.6182
0.0012
flag
CNY 37.833
0.0156
flag
EUR 3.1305
0.0078
flag
GBP 3.6827
0.0145
flag
KZT 53.75
0.0017
flag
TRY 0.0716
0.0001
flag
USD 2.7516
0.002

2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 სამშენებლო ნებართვა - საქსტატი

news image

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-მარტში გაცემულია 2 358 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.4 პროცენტით ნაკლები) 2 591.0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.9 პროცენტით მეტი). ნებართვების 75.5 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47.4 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.9 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე და 7.2 პროცენტი - კახეთის რეგიონზე.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვარ-მარტში ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

2025 წლის იანვარ-მარტში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 659.6 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.1 პროცენტით ნაკლები) 698 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17.0 პროცენტით ნაკლები).

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 32.5 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 14.0 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.3 პროცენტი - კახეთის რეგიონზე და 9.3 პროცენტი - შიდა ქართლის რეგიონზე.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

30.04.2025.13:58

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

„გაერო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მდგრად განვითარებას. შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას, უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და შევქმნათ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გვი იოპ სონიმ ყურადღება გაამახვილა ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე.

„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი დიდია. გაერო მზად არის გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა გვი იოპ სონიმ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა