2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 9%-ითაა გაზრდილი - საქსტატი
2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 845.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 9.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.7 პროცენტით გაიზარდა და 1 742.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 70.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (385.6 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (175.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (168.8 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 202.9 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 11.6 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 144.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 122.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.0 პროცენტი).
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ყურძნის იმპორტს ახდენს
19.08.2025.17:00
საქართველოში ყურძნის იმპორტი ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ 4 947.9 ათასი დოლარის ღირებულების 3 664.9 ტონა ყურძენი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 1 772.0 ტონა იყო. ზრდა 107%-მდეა.
საქართველოში ყურძნის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყურძენს ყიდულობს:
უზბეკეთი - 2 015.7 ტონა;
სომხეთი - 951.1 ტონა;
ირანი - 347.5 ტონა;
თურქეთი - 209.1 ტონა;
ნიდერლანდები - 124.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ საქართველოში ყურძნის იმპორტი ყოველწლიურად მზარდია.