2025 წლის I ნახევარში ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერი TOP 5 კომპანია
2025 წლის პირველ ნახევარში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 156 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სეგმენტში მოზიდული პრემიის მიხედვით ლიდერი თიბისი დაზღვევაა. სწორედ თიბისი დაზღვევას აქვს ამ ბაზრის 21%.
სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი კომპანიების მიხედვით - TOP 5
სხვა - 38.7 მლნ ლარი - 25%.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.
2025 წლის 6 თვეში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის სახეობებში (გარდა სარკინიგზო ტრანსპორტისა) მოქმედი პოლისების რაოდენობა 146,271 ერთეულს შეადგენდა, რაც 10%-ით მეტია 2024 წლის, ხოლო 20%-ით მეტი 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
11.09.2025.17:00
საქართველოში ყაზახური ხორბალი თანდათან უფრო მოთხოვნადი ხდება, 2025 წლის 7 თვის მაჩვენებლებით, საქართველომ ყაზახეთიდან 16 843.5 ათასი დოლარის ღირებულების 71 107.3 ტონა ხორბალი იყიდა. ეს იმ ფონზე, როდესაც 2024 წლის 7 თვეში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი დაფიქსირებული არ არის. 2024 წელს ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტი მხოლოდ დეკემბრის თვეში განხორციელდა და საანგარიშო პერიოდში საქართველომ ყაზახეთიდან 1 610.0 ტონა ხორბალი იყიდა.
რაც შეეხება 2025 წლის მაჩვენებლებს, თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი მოცულობით ყაზახური ხორბლის იმპორტი მაისში დაფიქსირდა - 20 779.7 ტონა.
იანვარ-ივლისში საქართველოში იმპორტირებული ხორბლის თითქმის 33%-ი სწორედ ყაზახეთიდან შემოვიდა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ხორბლის იმპორტი 62%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 218 214.1 ტონა ხორბალი იყიდა, რაშიც 56 067.2 ათასი დოლარის გადაიხადა. 2024 წლის 7 თვეში ხორბლის იმპორტი 134 293.3 ტონას შეადგენდა. საქართველოსი ხორბლის მთავარი იმპორტიორი რუსეთია.
ქვეყნები, სადაც საქართველო ხორბალს ყიდულობს:
რუსეთი - 147 105.5 ტონა;
ყაზახეთი - 71 107.3 ტონა;
ავსტრია - 0.5 ტონა;
გერმანია - 0.5 ტონა;
იტალია - 0.2 ტონა;
აშშ - 0.1 ტონა;
საგულისხმოა, რომ 2024 წელს საქართველომ 326 486.1 ტონა ხორბლის იმპორტი განახორციელა, მაშინ როდესაც 2023 წელს ხორბლის იმპორტი 222 061.2 ტონის დონეზე იყო.